ლექციები

  • საჯარო ლექცია ”ბიზნეს-კულტურის შექმნა მუზეუმში. რატომ და როგორ?”

  • 2016 წლის 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამუზეუმო მარკეტინგის ექსპერტმა, ამსტერდამის მუზეუმების ფონდის დირექტორმა, ICOM/MPR-ის (ICOM-ის სამუზეუმო მარკეტინგისა და პიარის საერთაშორისო კომიტეტი) საბჭოს წევრმა ბიორნ სტენვერსმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „ბიზნეს-კულტურის შექმნა მუზეუმებში. რატომ და როგორ?“.
     
    ინტერაქციული ლექცია შეეხო თანამედროვე საკვანძო პრობლემებს მუზეუმის საქმიანობის განვითარებაში, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირებული იქნა შემდეგ საკითხებზე: ბიზნეს-კულტურის ადაპტაცია და კომერციული უნარ-ჩვევების ათვისება, გლობალური პრაქტიკისა და მათი გამოყენების ანალიზი საქართველოში მიმდინარე განვითარების პირობებში.
     
    ღონისძიება ინიცირებული და ორგანიზებულია ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ და მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.
     
    ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე (სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე).
     
    მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია