ლექციები

  • სემინარი - აია სოფიას კონსერვაცია

  • 27-29 ოქტომბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით სტამბოლის აია-სოფიას ტაძრის კონსერავაციისადმი მიძღვნილი სემინარი და გამოფენა "სტამბოლის აია-სოფიას კონსერვაცია" გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სემინარს უძღვებოდა აია სოფიას მთავარი რესტავრატორი პროფესორი ზეინეფ აჰუნბეი
    სამდღიანი სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: აია სოფიას ისტორია, არქიტექტურულ-სტრუქტურული მახასიათებლები, სამუზეუმო მენეჯმენტი, მე-19 საუკუნის სარესტავრაციო სამუშაოები და მიმდინარე საკონსერვაციო პროექტები. 

    ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები, რომელთაც საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, რამაც ხელი შეუწყო კულტურათშორისი დიალოგის განვითარებას, რაც ორივე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

    სემინარის მასალები გამოიცემა წიგნად ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.

    ღონისძიება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ცენტრის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, დიასპორის სამინისტროს, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა და არდი ჯგუფის მხარდაჭერით გაიმართა.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია