განცხადებები

  • ევროპის წლის მუზეუმის დაჯილდოების ცერემონიალი და ევროპის მუზეუმების ფორუმის ასამბლეა 2016

  • გაცნობებთ, რომ 2016 წლის 6-9 აპრილს EMYA 2016 - ევროპის წლის მუზეუმის დაჯილდოების ცერემონიალი და EMF-ევროპის მუზეუმების ფორუმის ასამბლეა გაიმართება ტოლოზა-სან სებასტიანში (ბასკეთი, ესპანეთი).
     
    მიმდინარე წელს კონკურსში 24 ქვეყნის 49 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთა შორის გახლავთ საქართველოს კანდიდატი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის მუზეუმი
     
    ღონისძიება მოიცავს ინტერვიუებს კანდიდატი მუზეუმების წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, დისკუსიებს,  სოციალურ აქტივობებს და სხვ.
     
    კონფერენციის წინა დღეს (06.04.016) ტოლოზა-სან სებასტიანში დაგეგმილია სან სებასტიანის კულტურულ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, გაიმართება არაფორმალური დისკუსიები ექსპერტებს შორის მუზეუმების დღევანდელ აქტუალურ საკითხებზე. ტოლოზაში ორი დღის მანძილზე ნომინანტი მუზეუმების წარმომადგენლებთან გამართული ინტერვიუები ევროპის მუზეუმებში მიმდინარე პროცესების საუკეთესო მიმოხილვას და ექსტრაორდინარულ გამოცდილებას წარმოადგენს
     
    ღონისძიებაზე რეგისტრაციის თარიღები:
    375 ევრო - 1 მარტი 
    400 ევრო -  1 მარტის შემდეგ 
     
    დამატებითი ინფორმაცია სარეგისტრაციო კატეგორიებისა და ვადების, ცერემონიალის და კონფერენციის პროგრამის, აგრეთვე ვიზიტის დეტალების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე :http://www.topictolosa.com/emya/

     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია