განცხადებები

  • მუზეუმის ლიდერების ტრეინინგ-პროგრამა

  • ახალგაზრდა ლიდერები
    ევროპის სამუზეუმო ლიდერობის პროგრამა
    24 – 27 ნოემბერი, 2015
    კერშენშტაინერის კოლეჯი, გერმანიის მუზეუმი
    მუზეუმების კუნძული,  1, 80538, მიუნხენი, გერმანია
     

    ორგანიზატორი - კულტურაგენდა - მუზეუმების, კულტურის მეწარმეობისა და აუდიტორიის კვლევის ინსტიტუტი
    პროგრამის პარტნიორი საქართველოში - ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
    პროგრამის ლიდერი - ქრისტიან უოლტლი, კულტურაგენდას დირექტორი
     
    სამუშაო ჯგუფი
    მერილინ სკოტი, Lightbox-ის დირექტორი (დიდი ბრიტანეთი)
    დოქტორი რენატე გოებლი, KulturAgenda-ს დირექტორის მოადგილე (ავსტრია)
    ჯეფ ბისონი, Entheos ჯგუფის დირექტორი (აშშ/გერმანია)
     
    ტრეინინგ პროგრამა მუზეუმებისა და კულტურის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთა მიზანია გახდნენ ლიდერები თავიანთ დაწესებულებებში/სექტორში და განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები

    აპლიკაციების ჩაბარების დრო : 26 ივნისი, 2015
     
    სააპლიკაციო პროცესი:
    36 წლამდე ასაკის კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ
    სამოტივაციო წერილი (მაქს. 1-2 გვერდი)
    მოკლე CV (მაქს. 3 გვერდი)
    ორგანიზაციაში აპლიკანტის მიმდინარე როლისა და პასუხისმგებლობების აღწერა
     
    შერჩევის პროცესი:
    ყველა აპლიკაცია განხილული იქნება შესარჩევი კომისიის მიერ, შეირჩევა 16-18 კანდიდატი, რომელთა ვინაობა გამოცხადდება ივნისის ბოლო/ივლისის დასაწყისში.
    პროგრამა
     
    პროგრამის დეტალები
    3.5 დღის პროგრამა მიუნხენში
    ექსპერტთა ჩართვა, დისკუსია და ვორქშოფები
    საღამოს განხილვები
    საერთაშორისო ექსპერტთა მცირე ჯგუფი
     
    პროგრამის ღირებულება და საცხოვრებელი
    ღირებულება: 540 ევრო + 310 ევრო სრული საცხოვრებლით უზრუნველყოფა კერშენსტაინერის კოლეჯში
    ლიმიტირებული ადგილები (მაქს. 16-18 ადგილი); 
    მგზავრობა მიუნხენამდე/მიუნხენიდან აპლიკანტის პასუხისმგებლობაა
     
    დაფინანსების შესაძლებლობები 
    კულტურაგენდა სთავაზობს 500 ევროს ოდენობის დაფინანსებას იმ კანდიდატებს, რომელთაც პრობლემები აქვთ პროგრამის სრული ღირებულების მოძიების საკითხში.
    გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, თუ გნებავთ ამ შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება.
     
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ქრისტიან უოლტლი, კულტურაგენდას დირექტორი (ავსტრია)
    ტელეფონი: +43 650 5545165 
    ან გამოაგზავნეთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ მისამართზე:
    KulturAgenda Institute Dr. Wutte Strasse 14, 9020 კლაგენფურტი, ავსტრია


    ‘Leadership is not something you learn but you grow into.’
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია