განცხადებები

  • ევროპის წლის მუზეუმის კონკურსი - 2016

  • ევროპის მუზეუმების ფორუმი/ European Museum Forum აცხადებს
    2016 წლის კონკურსს - ევროპის წლის მუზეუმი /EMYA 2016 
    აგრეთვე  - ევროპის საბჭოს მუზეუმის პრესტიჟული პრიზი

     
    გთხოვთ, იხილოთ თანდართული დეტალური ინფორმაცია ევროპის წლის მუზეუმის  კონკურსისა და ევროსაბჭოს მუზეუმის პრიზის შესახებ და განაცხადის სააპლიკაციო ფორმა
     
    განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 2015 წლის 15 ივნისი.


                      

    ევროპის წლის მუზეუმის ჯილდოს შესახებ 
    ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის სამუზეუმო სცენაზე, ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებასვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ
    EMYA-მ დადებითი გავლენა მოახდინა მუზეუმის ბევრი თანამშრომლის და სპეციალისტის ცხოვრებაზე, აგრეთვე წინ წამოსწია ინოვაციური შინაარსის პატარა მუზეუმების როლი ცენტრალურ არენაზე. ევროპის მუზეუმების ფორუმის აქტივობების ფარგლებში EMYA-მ შეძლო საჯარო ხელისუფლების ყურადღება მიექცია სამუზეუმო ინიციატივებისთვის თავიანთ ქვეყნებში, სადაც ეს ინიციატივებიფაქტობრივად, უარყოფილი და სათანადო დონეზე აღიარებული არ იყო.  
    EMYA-ს ფარგლებში ყველა მუზეუმი - საჯარო თუ კერძო, დიდი თუ პატარა - თანაბარ დონეზეა. თემატურობისა თუ ნაციონალობის მიუხედავად ყველა მუზეუმი ფასდება მათი წამყვანი საზოგადოებრივი ხარისხის მიხედვით
    EMYA ყველაზე პრესტიჟულ სამუზეუმო ჯილდოდ მიიჩნევა ევროპაში და წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანეს კერას  სამუზეუმო სექტორში მთელი კონტინენტის მასშტაბით.
     
    ჯილდო
    ევროპის მუზეუმების ფორუმის ჟიურის ამოცანას წარმოადგენსგამოავლინოს ინოვაციური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს მუზეუმის საზოგადოებრივი ხარისხის ამაღლებას, აგრეთვე გამოავლინოს ისეთი 'ქეისები', რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეროვნულ და საერთაშორისო სამუზეუმო სფეროზე
     
    ევროპის მუზეუმის წლის ჯილდო
    ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. 

    წინა გამარჯვებულები გახდნენ როგორც დიდი, ისე პატარა მუზეუმებიც, მაგრამ თითოეულმა მათგანმა განავითარა ისეთი რამ, რაც განსაკუთრებული და გამორჩეული იყო და შეცვალა ხარისხის სტანდარტები ევროპის მუზეუმებში. 
     

    ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი
    ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს და მიზნად ისახავს თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროება, როგორც ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას.   
    პრიზი გაიცემა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის მიერ, EMYA-ს ჟიურის რეკომენდაციების საფუძველზე. პრიზი გადაეცემა მუზეუმს, რომელიც მკაფიოდ და აქცენტირებულად წარმოაჩენს ევროპულ პერსპექტივას და ევროპული შესაბამისობის თემატიკას ევროპის საბჭოს პრიორიტეტებისა და საკვანძო საკითხების გათვალისწინებით. 
     
    კენეტ ჰადსონის სახელობის ჯილდო 
    სილეტოს პრიზი
    სპეციალური ჯილდო 
     
    მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: 
    • ნებისმიერი ახალი მუზეუმი ან მუზეუმი, რომელიც არსებითად იქნა აღდგენილი და გარდაქმნილი. 
    • დროებითი ან „ნახევრად მუდმივი“ ექსპოზიციები. უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმები/გამოფენები გახსნილი/დამთავრებული უნდა იყოს კომისიის ვიზიტისთვის (ზაფხული - ადრეული შემოდგომა 2015) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2016 წლის მაისი ბოლომდე
    • მუზეუმები/გამოფენები, რომელიც გახსნილია 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის, არ შეესამება კონკურსის პირობებს. 
     
    სააპლიკაციო ფორმა
    სააპლიკაციო ფორმა უნდა შეივსოს ელექტრონულად. 
    ასევე ცალკე უნდა წარმოადგინოთ პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1500 სიტყვა) და გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად.
    აპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. 
    დამხმარე მასალები უნდა გამოიგზავნოს ფოსტით ცალკე DVD დისკის ან მეხსიერების ბარათის ფორმატით ევროპის მუზეუმების ფორუმის ოფისში ან დოკუმენტის-გაზიარების ვებ-გვერდის (file-sharing) მეშვეობით ელ-ფოსტაზე: emf@icom.museum 
     
    მონაწილეობის მიღების გადასახადი - 500 ევრო
     
    გადახდა უნდა მოხდეს საბანკო გადარიცხვის საშუალებით. 
    BANK DETAILS Bank: HSBC Bank plc
    Branch: 99-101 Lord Street, Liverpool, United Kingdom, L2 6PG
    Location: GB 
     
    EURO account 
    Account name: European Museum Forum 
    Account number: 71141039 
    IBAN: GB11MIDL40051571141039
    BIC: MIDLGB22
    Terms of Agreement for Award Winners
     
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ:
    Lana Karaia, NC to Georgia 
    lana.karaia@gmail.com
    www.europeanmuseumforum

    კონკურსის სააპლიკაციო ფორმა
    კონკურსში მონაწილეობის სახელმძღვანელო


    2015 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსის შედეგები (16.05.2015 გლაზგო, შოტლანდია)

    ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო - რეიკსმუზეუმი. ამსტერდამი, ნიდერლანდები
    ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი - ევროპული და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმი - MuCEM, მარსელი, საფრანგეთი
    სილეტოს პრიზი - ფამილისტერის მუზეუმი. გიზე, საფრანგეთი
    კენეტ ჰადსონის სახელობის ჯილდო - წითელი ჯვრის მუზეუმი. ჟენევა, შვეიცარია
    სპეციალური მადლიერების პრიზი - ბუნების ცენტრი ფინეთში, ჰალტია. Red Star Line მუზეუმი, ანტვერპენი, ბელგია. მეცნიერების მუზეუმი, ტრენტო, იტალია. მერი როუზის მუზეუმი, პორტსმუზი, დიდი ბრიტანეთი. ვორარლბერგის მუზეუმი, ავსტრია.

     



    2014 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსის შედეგები (17.05.2014. ტალინი, ესტონეთი)
    ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო - უმანკოების მუზეუმი, სტამბული, თურქეთი
    სპეციალური მადლიერების პრიზი - ლენუსადამი, ესტონეთის საზღვაო მუზეუმი, ტალინი, ესტონეთი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, უმეო, ჩრდილოეთ შვედეთი. მეცნიერებისა ტექნოლოგიების მუზეუმი, კორუნა, ესპანეთი. პამპლონას კათედრალი-მუზეუმი, ესპანეთი. კაზერნე დოსინი - მემორიალი, ადამიანის უფლებათა და ჰოლოკასტის მუზეუმი და დოკუმენტაციის ცენტრი, მეხელენი, ბელგია. ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალი, გერმანია. 
    კენეტ ჰადსონის სახელობის ჯილდო - ზანის ლიპკეს მემორიალი, რიგა, ლატვია
    სილეტოს პრიზი - საურერის მუზეუმი, არბონი, შვეიცარია
    ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი - ბაქსი მუზეუმი, ბეიბურთი, თურქეთი


     



     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია