განცხადებები

  • შემოქმედებითი ევროპა

  • 24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა.
     
    “Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.
     
    პროგრამაში - „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ - იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
     
    პროგრამა „Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრად გახდომა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. 
    -----------------------------------------------------------------

    ევროკავშირის ახალი პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, უდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დაფინანსების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შეეძლებათ, იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და განავითარონ ციფრულ ერაში საჭირო უნარები. ევროპული კულტურის ნიმუშებისათვის სხვა ქვეყნების მაყურებლის/მსმენელის წინაშე წარდგენის მხარდაჭერით პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

     
    რატომ სჭირდება ევროპას პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) ?
     
    კულტურა ევროკავშირის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამოკვლევების მიხედვით, ევროკავშირში კულტურისა და კრეატიული სექტორების მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ს, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა 4%-ს აღწევს ( ანუ დაახლოებით 8.5 მილიონ სამუშაო ადგილს, თუმცა ეს ციფრი გაცილებით უფრო გაიზრდება, თუ მხედველობაში მივიღებთ კულტურის გავლენას სხვა სექტორებზე). მსოფლიოში შემოქმედებითი (კრეატიული) ინდუსტრიების პროდუქტის ლიდერი ექსპორტიორი ევროპაა. ამ პოზიციის შესანარჩუნებლად საჭიროა, ევროპამ ინვესტიციები ჩადოს სექტორულ პოტენციალში საზღვარგარეთ სამუშაოდ.
     
    ამ მოთხოვნილების საპასუხოდ „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) ინვესტიციებს ჩადებს იმ სექტორებში, სადაც შედეგი ყველაზე თვალსაჩინო იქნება.
     
    ახალი პროგრამა ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლებიც თან ახლავს გლობალიზაციასა და ციფრულ ტექნოლოგიებს და ცვლიან კულტურის ნაწარმოებების შექმნის, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის გზებს, გარდაქმნიან ბიზნეს-მოდელებსა და შემოსავლების ნაკადს. ასეთი ევოლუციის შედეგად კულტურისა და შემოქმედებითი სექტორებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) მიზნად ისახავს, დაეხმაროს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს, რათა მათ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, ისარგებლონ ციფრულ სისტემაზე გადასვლით და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და საერთაშორისო კარიერა.
     
    რომელ ქვეყნებს შეუძლიათ მოითხოვონ დაფინანსება პროგრამიდან „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) ?
     
    პროგრამით „შემოქმედებითი ევროპა„ (Creative Europe) სარგებლობა შეუძლია ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანას. ასევე, სპეციფიური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებს (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია), ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს (მონტენეგრო, სერბია, მაკედონიის ყოფილ იუგოსლავიურ რესპუბლიკა, თურქეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო) და ევროკავშირთან მოსაზღვრე ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ალჟირი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, მოლდოვა, საქართველო, სირია, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა, პალესტინა). იმ ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა, გადაიხადონ „ბილეთის საფასური“, რომელიც გამოითვლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისა და პროგრამის ბიუჯეტის მიხედვით.
     
    შეუძლიათ თუ არა პროგრამით სარგებლობა ფიზიკურ პირებს ?
     
    პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) ფიზიკურ პირებს განაცხადის შეტანის საშუალება არ ექნებათ, თუმცა, კულტურის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების მეშვეობით დაფინანსებას მიიღებს კულტურის და აუდიოვიზუალური ხელოვნების დაახლოებით 250 000 წარმომადგენელი. ამ ეფექტური გზის გამოყენებით, საშუალება გვექნება, მივიღოთ მდგრადი შედეგი. ევროკომისიის აზრით, „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) მიერ მხარდაჭერილი პროექტები პირდაპირ თუ ირიბად მილიონობით ადამიანამდე მიაღწევს და გავრცელდება.
     
    რას დაუჭერს მხარს შემოქმედებითი ევროპა (Creative Europe) ?
     
    პროგრამის მიერ მხარდასაჭერ ყველა პროგრამას ექნება საერთაშორისო (ტრანსსასაზღვრო) პროფილი. ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოხმარდება გრანტებს ინდივიდუალური პროექტებისათვის. გარდა ამისა, პროგრამა ასევე მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებსაც აქვთ ისეთივე მიზნები, როგორებიც აქვთ ევროპის კულტურის დედაქალაქებს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წოდება, ევროპის მემკვიდრეობის დღეები და ევროკავშირის ხუთი პრიზი (ევროკავშირის პრიზი კულტურული მემკვიდრეობისათვის/ევროპა ნოსტრას პრიზი, ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში, ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში, European Border Breakers Awards და ევროკავშირის პრიზი მედია.) 
     
    გამოწვევები, რომლებსად პროგრამა გაუმკლავდება
     
    დღეისათვის კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს ერთიან ბაზარზე დიდი წილი არ გააჩნიათ. სექტორისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ბაზრის ფრაგმენტაციაა, რომელიც კულტურის ტრადიციებისა და ენობრივ მრავალფეროვნებასთან არის დაკავშირებული : ევროკავშირს 24 ოფიციალური ენა აქვს, 3 დამწერლობითა და ოფიციალურად
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია