განცხადებები

  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზენტაცია

  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელ ორგანიზაციებს - ICOM საქართველოს, ICOMOS საქართველოს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და საქართველოს ეროვნულ არქივს გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საქართველოს ლურჯი ფარის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 18 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე (მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 1 კორპ.4).
     
    ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნდა გასული წლის მარტში და აღიარებულია ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომლის მიზანია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან. ისევე როგორც ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მიზნად ისახავს ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას საგანგებო სიტუაციებისას, რისკისათვის მზადყოფნისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.
     
    პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საქმიანობის მიზნები და სამოქმედო გეგმა.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია