განცხადებები

  • პროექტის "ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განვითარება" პრეზენტაცია

  • ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა პროექტის - „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განვითარება“, პრეზენტაცია. პროექტის შედეგად განხორციელდა მუზეუმის ჰოლის, ოქროს ფონდისა და დროებითი გამოფენების დარბაზის რეაბილიტაციისა და საგანძურის ექსპოზიციის  მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში დაცული იაპონური ნივთების გამოფენა და მომზადდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.

    პროექტი  შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ Grant Assistance for Cultural Grassroots Projects”(GCGP) ფარგლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” მიერ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინასებით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით.
     
    პროექტის განხორციელების შედეგად, ფართო საზოგადოება პირველად იხილავს მუზეუმში დაცული საგანძურის იმ ნიმუშებს, რომლებიც დღემდე არასოდეს ყოფილა გამოფენილი.  მათ შორისა ე. წ. „გონიოს განძის“, ფიჭვნარის, კაპანდიბის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები (ძვ. წ. V ს. - ახ. წ. II-I სს.) 

     
    გამოფენა  ღიაა ყოველდღე,  ორშაბათის გარდა, 11.00 საათიდან 17 საათამდე.
    მისამართი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 77, ტელ:  (+995 422) 2 36 94, 2 40 13, 599 154150

    იხ: https://www.facebook.com/media
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია