განცხადებები

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის პრეზენტაცია

  • 26 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის პრეზენტაცია.

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს განხორციელდა საქართველოს 8 მუზეუმის - კასპის, ხაშურის, ონისა და ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების, თელავისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმების, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის 300 ექსპონატის რესტავრაცია-კონსერვაცია.
    პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგებისა და მაგისტრანტების მიერ განხორციელდა.

    პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მრჩეველი ინგა ქარაია,პროექტის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი თინა კლდიაშვილი, კანცლერი კახა ტრაპაიძე და აკადემიის სხვა თანამშრომლები, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე, მუზეუმების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, პროექტის ავტორები.


    იხ. www.facebook.com/media
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია