გამოცემები

  • თელავის ისტორიული მუზეუმის გზამკვლევი

  • გზამკვლევში (სერიიდან: ”საქართველოს მუზეუმები”) შესულია: ინფორმაცია ”ბატონის ციხის” არქიტექტურული კომპლექსისა და მუზეუმის შექმნის შესახებ, კახეთის რეგიონში მოპოვებული არქეოლოგიური მასალების, მუზეუმში დაცული ხატებისა და საეკლესიო ნივთების კოლექციის, ჭედური ხელოვნების, ტექსტილისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, საბრძოლო აღჭურვილობისა და კერამიკული ნაწარმის კოლექციის, ფოტოფონდისა და მუზეუმში სხვა დაცული მასალების, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეის უნიკალური კოლექციის შესახებ, აგრეთვე პრაქტიკული ინფორმაცია მუზეუმის დამთვალიერებლისათვის (მუშაობის საათები, ბილეთის ფასები საექსკურსიო მომსახურების სერვისის სხვა საშუალებების მითითებით). ტექსტის ავტორები: გიორგი ბატიაშვილი, მარინე ოხანაშვილი, მედეა ლომიძე, ცისანა არსენიძე, ქეთევან ხუციშვილი, ნანული ზამთარაძე, მერი ალდამიძე, დაისა მაისურაძე, ნანა თორაძე, ცარო ამირანაშვილი, ლიანა თანდიაშვილი, მერი წიგნაძე, ელენე რუაძე; რედაქტორი: ინგა ქარაია; ინგლისური თარგმანი: ნათია წულუკიძე; ფოტოგრაფია: ვახტანგ გაგნიძე; კომპიუტერული დიზაინი: ლაშა ქარაია. გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ქართულ-ინგლისურ ენებზე, 350 ფერადი ილუსტრაციით, 160 გვ, ზომა: A-4, ტირაჟი: 900 ეგზემპლარი. დაბეჭდილია გამომცემლობა ”წიგნის სამყაროს” მიერ. ISBN 978-9941-0-3896-9. 2011 წ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია