გამოცემები

  • ბარი და გაილ ლორდები, “სამუზეუმო ექსპოზიციების სახელმძღვანელო”

  • სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია სამუზეუმო და საგალერეო საგამოფენო პოლიტიკის ყველა ძირითადი პარამეტრი: საგამოფენო პოლიტიკის პრიორიტეტები; სამუზეუმო ობიექტების წარდგენის იდეოლოგია; ექსპოზიციის ტიპები (ვიზუალური, თემატური, ინტერაქტიული და სხვა); სტაციონარული და დროებითი ექსპოზიციების ორგანიზაციის პროცესი (გამოფენის კონცეფციის ფორმირება, ინტერპრეტაციის გეგმა, ექსპოზიციის დიზაინი – სქემატური და დეტალური პროექტირება, აგება და ინსტალირება, ეტიკეტების, განმარტებითი ტექსტების მომზადება, საინფორმაციო უზრუნველყოფა და სხვა) რაოდენობა, სიხშირე, სიდიდე და თემატიკა. გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობით. რედაქტორები: მაკა ბურჭულაძე და ინგა ქარაია, ინგლისურიდან თარგმნა სალომე ცისკარიშვილმა, კომპიუტერული დიზაინი: ლაშა ქარაია, წიგნის ზომა: A-4, 480 გვ., ტირაჟი: 800. დაიბეჭდა გამომცემლობა ”სი-ჯი-ეს”-ის მიერ. 2009 წ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია