გამოცემები

  • ბარი ლორდი, გეილ ლორდი - “სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი”

  • წიგნში დეტალურად განხილულია სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის მეცნიერული საფუძვლები და პრაქტიკული გამოცდილება, მუზეუმის მართვის ამოცანები, სამუზეუმო ორგანიზაციების სტრუქტურა, სამუზეუმო ფონდების, საექსპოზიციო პროგრამებისა და ფინანსების მართვის მეთოდები, მუზეუმების მუშაკთა მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები. წიგნი მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ სახელმძღვანელოდ მუზეუმების მართვის საკითხებში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის მენეჯმენტის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუზეოლოგიის, ძეგლთა დაცვის, ორგანიზაციის მენეჯმენტის სპეციალობებისა და სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა გადამზადებისათვის. Alta mira Press-ის (აშშ) მიერ გამოცემული წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა განხორციელდა საქართველოში აშშ საელჩოს დაფინანსებით. პროექტის ავტორი: ინგა ქარაია, ინგლისურიდან თარგმნა სალომე ცისკარიშვილმა. კომპიუტერული დიზაინი; ლაშა ქარაია. წიგნი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ. წიგნის გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ. წიგნის ზომა A-5, 300 გვ., ტირაჟი 1000. 2006 წ.


  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია