18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმები ცვალებად სამყაროში. ახალი გამოწვევები, ახალი შთაგონებები

  • საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად, 18 მაისს აღნიშნავს მუზეუმების საერთაშორისო დღეს. ამ დღისათვის, ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად გვთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ მუდამ ემსახურება მათი როლის გაზრდას საზოგადოებაში. 2012 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემააა „მუზეუმები ცვალებად სამყაროში. ახალი გამოწვევები, ახალი შთაგონებები”.

    დღეს სამყარო იცვლება უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე. ახალი ტექნოლოგიები წარმოშობს ახალ იდეებს, გიგაბაიტურ ინფორმაციას, სიახლეებს სულ უფრო და უფრო არასტაბილურ კლიმატზე, რომელთა გაზიარება ხდება სოციალური მედიის მეშვეობით. თანამედროვე მუზეუმებმა ფეხი უნდა აუწყონ საზოგადოების მოძრაობისა და განვითარების გიჟურ ტემპს, რათა მათი ხმაც ისმოდეს. თემა ”მუზეუმი ცვალებად სამყაროში” წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ კულტურის ინსტიტუციებს უწევთ ინტერპრეტაცია და არსებობა სულ უფრო და უფრო ცვალებად სივრცეში - თითოეული მათგანი შეიძლება შეხვდეს მიზნების, ინტერესებისა და აუდიტორიის უნიკალურ კომპლექტს. მაგრამ აუცილებლობა, მიაღწიოს წარმატებას ამ ცვლილებათა პირობებში, აერთიანებს ყველა მუზეუმს - დიდს თუ პატარას. ამრიგად, 2012 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღე ეძღვნება მომავლის ფორმირებას, ისევე, როგორც ისეთ საკითხთა ასახვას და ინტეპრეტაციას, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და ახალი ელექტრონული მედია.
    ICOM გთავაზობთ 5 თემას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული თქვენი სპეციფიკური პროგრამის მომზადებისათვის:
    მუზეუმების როლი „ახალ“ საზოგადოებაში. მუზეუმების წინაშე დგას სოციალურ-პოლიტიკური და ეკოლოგიური გარემოს უნიკალური გამოწვევები. მუზეუმებს საკვანძო როლი ეკისრებათ განათლებისა და დემოკრატიზაციის მეშვეობით საზოგადოების განვითარებაში, ისინი ასევე წარმოადგენენ წარსულის ”მოწმეებს” და უნახავენ კაცობრიობის საგანძურს მომავალ თაობებს.
    გარემომცველი სამყაროს მდგრადობა. მუზეუმებს შეუძლიათ წარმოადგენდნენ ეკოლოგიური ხელშეუხებლობისა და მდგრადობის, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და მავნე ნარჩენების შემცირების შესანიშნავ მხარდამჭერებს.
    წარსულის გამოყენება მომავლის შესაქმნელად. მუზეუმები წარმოადგენენ მსოფლიო მემკვიდრეობის მცველებს და ქმნიან უწყვეტ კავშირს წარსულსა და მომავალს შორის.
    ახალი მედია. მუზეუმები ადვილად ითვისებენ ახალი მედიისა და კომუნიკაციის საშუალებებს და ამით ახდენენ საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირებისა და ”ერთ ენაზე საუბრისათვის” მზადყოფნას და დემონსტრირებას.
    ინოვაცია. მუზეუმებმა უნდა დანერგონ ინოვაციები, რათა უპასუხონ სოციალურ ცვლილებებს და გაამართლონ ვიზიტიორთა ახალი მოლოდინები. 

    მუზეუმის საერთაშორისო დღე - პოსტერი
    მუზეუმის საერთაშორისო დღე საქართველოს მუზეუმებში - პროგრამა
      როგორ მოვემზადოთ მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია