18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • ”ექსპონატი ჰყვება შენს ისტორიას”

  • 2011 წლის 18 მაისს მსოფლიო სამუზეუმო საზოგადოება აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რომლის თემაა „მუზეუმი და ხსოვნა“. მუზეუმები ინახავენ ხსოვნას და ჰყვებიან ისტორიებს. მათ კოლექციებში დაცულია მრავალრიცხოვანი ექსპონატი, რომლებიც ემყარება იმ საზოგადოების ხსოვნას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ექსპონატები წარმოადგენენ ჩვენს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. ბევრი მათგანი ნატიფია, ზოგიერთი კი სერიოზული დაზიანების რისკქვეშაა, მათ განსაკუთრებული მოვლა და კონსერვაცია სჭირდება. 2011 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღე დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს ხელახლა და კვლავ აღმოაჩინონ ინდივიდუალური და კოლექტიური ხსოვნა.

    ხსოვნა წარმოადგენს სამუზეუმო საზოგადოებისგან შორს მდგომ ორგანიზაციათა მთავარ საზრუნავსაც. აქედან გამომდინარე, ICOM-ის ინიციატივით დამყარდა მჭიდრო ინსტიტუციური პარტნიორობა UNESCO-ს ხსოვნის მსოფლიო პროგრამასთან (მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობა) და თანამშრომლობა აუდიო-ვიზუალური არქივების ასოციაციის საბჭოსთან (CCAAA), არქივების საერთაშორისო საბჭოსთან (ICA), ძეგლებისა და ადგილების საერთაშორისო საბჭოსა (ICOMOS) და ბიბლიოთეკების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFLA).

    2011 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღე ფოკუსირებული იქნება აფრიკის კონტინეტზე, რომლის კულტურული წვლილი მსოფლიოსთვის ხშირად უცნობია და იმსახურებს წარმოჩენას.

    მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა მუზეუმის საერთაშორისო დღე - საზოგადოების განვითარებაში მუზეუმების როლის გაცნობიერების მხარდასაჭერად. 2010 წელს დაფიქსირდა 95-ზე მეტ ქვეყანაში, რეკორდული რაოდენობის თითქმის 30 000 მუზეუმის მონაწილეობა მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.

    მუზეუმების საერთაშორისო დღე - პროგრამა

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია