18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • 19 მაისი, 2018 - ევროპის მუზეუმების ღამე








  •  
    2011 წლიდან ICOM მფარველობა/სპონსორობას უწევს ევროპის მუზეუმების ღამეს, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად, მუზეუმის საერთაშორისო დღის უახლოეს შაბათს.
    მიმდინარე წელს ევროპის მუზეუმების ღამე გაიმართება 2018 წლის 19 მაისს. საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ 2005 წელს დაფუძნებული ეს ღონისძიება მუზეუმებს შთააგონებს გახსნან თავიანთი კარები საზოგადოებისათვის უფასოდ ღამის 1:00 საათამდე. ღამის საათებში მუზეუმები ვიზიტიორებს წარუდგენენ თავიანთი კოლექციების უფრო კრეატიულ და სენსორულ მიდგომებზე დამყარებულ ახალ პერსპექტივებს.
     
    ევროპის მუზეუმების ღამის  აქტივობები: საგანმანათლებლო და   კომენტირებული ვიზიტები, სათამაშო მარშრუტები, ვორკშოპები და მასტერ-კლასები, ვიდეო-პროექციები, დეგუსტაციები, ცოცხალი შოუ-წარმოდგენები, სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ფართო საზოგადოებას უქმნის სამუზეუმო გამოცდილების გაცნობისა და მასში ჩართულობის შესაძლებლობას. გასულ 2017 წელს ევროპის მუზეუმების ღამის აქციაში ევროპის 30 ქვეყნის 3800-ზე  მეტი მუზეუმი მონაწილეობდა.
    network.icom.museum/NightMuseum
     
    -----------------------------------------
    „მუზეუმების ღამე“ პირველად 1997 წელს მოეწყო ბერლინში. შემდგომში მსგავსი აქციების ჩატარება ტრადიციად იქცა ევროპის 120 ქალაქში, აგრეთვე მსოფლიოს სხვა კონტინენტების მუზეუმებშიც. დროთა განმავლობაში აქციამ მრავალფეროვანი ხასიათი მიიღო და ფართომასშტაბიან ღონისძიებად იქცა. მაგალითად, ბერლინში მუზეუმების ღამე ყოველწლიურად ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) იმართება და ასობით მუზეუმი, არქივი, მემორიალური სახლი, გალერეა და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებები მრავალრიცხოვან აქტივობას სთავაზობენ სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელს. მათ შორისაა სპეციალური ტურები, ლექციები, მასტერ-კლასები, კინო-ჩვენებები, კლასიკური და ჯაზური მუსიკის საღამოები, თეატრალური პერფორმანსები და ბევრი ისეთი ღონისძიება, რომელიც, ჩვეულებრივ, მუზეუმის სამუშაო საათებში არ ეწყობა.
    მსგავსმა კულტურულმა ღონისძიებებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრომ 2005 წელს „მუზეუმების ევროპული ღამე“ დააფუძნა, ხოლო 2011 წლიდან ევროპის 40 ქვეყნის 4000-ზე მეტი მუზეუმი ჩაერთო საერთაშორისო სამუზეუმო აქციაში, რომელსაც ორგანიზებას ევროპის საბჭო, UNESCO და ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) უწევენ. მუზეუმებისა და სხვა საგამოფენო სივრცეების რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ამგვარი აქციის მოწყობა მუზეუმების აუდიტორიის გაფართოებასა და მუზეუმის როლის, სამუზეუმო კოლექციებისა და, ზოგადად, სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია