18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • სამეცნიერო კონფერენცია - 21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევები და მილენიუმის თაობა









  • კონფერენცია ეძღვნება ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დაარსების 10 წლისთავს
    17 მაისი, 2017 

    სამეცნიერო კონფერენცია იმართება მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, მუზეუმმცოდნეობის პროგრამის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორების მონაწილეობით. კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია 21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევების გაანალიზებაზე მილენიუმის თაობის თვალთახედვით და მოიცავს შემდეგ საკითხებს: 
    • 21-ე საუკუნის სამუზეუმო მენეჯმენტის გამოწვევები; 
    • ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომები მუზეუმებში;
    • განათლება და მუზეუმი: თანამედროვე მიდგომები სამუზეუმო საგანმანათლებლო  პროგრამებში;
    • სამუზეუმო სივრცის ორგანიზების თანამედროვე მეთოდები; 
    • ექსპონირების ინოვაციური მეთოდები 21-ე საუკუნის მუზეუმებში; 
    • მუზეუმის ხელმისაწვდომობა: სოციალური პროექტები - ინკლუზიური გარემოს შექმნა;
    • თანამედროვე სამუზეუმო ფანდრეიზინგის საკითხები;
    • მუზეუმი და თანამედროვე ტექნოლოგიები: სამუზეუმო კოლექციების ხელმისაწვდომობა ვირტუალური პროექტების მეშვეობით. 

    კონფერენციის პროგრამა 


    ორგანიზატორი: ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
    თანაორგანიზატორები:
    აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი
    კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ფურცელაძის ქ. 1
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია