18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • ჩახშობა პეპლის ეფექტით

  • "ალგორითმი F5"-ის საინიციატივო ჯგუფი ანალიტიკურად გადაიაზრებს წარსულის მატერიალურ და არამატერიალურ გამოცდილებას და ცდილობს თანამედროვეობასთან ლოგიკური კავშირის გამოკვეთას. სამუზეუმო ალგორითმი, როგორც განსაზღვრულ ქმედებათა წესრიგი, საგამოფენო ექსპერიმენტის ფარგლებში მულტიმედიურ და თანამშორმლობით პროექტს - „ჩახშობა პეპლის ეფექტით“ წარმოადგენს.
     
    დროისა და ადამიანური ყოფის ტრანსფორმაციაზე ,მუდმივ ცვალებადობაზე დაკვირვებით ალგორითმი F5 შეისწავლის განსხვავებულ მოცემულობებს: ყოველდღიურობა, სამომხმარებლო საზოგადოება, ურბანული სივრცე, ნოსტალგია - შეგრძნებების და კონტრასტული იდეების დიფუზია ვიზუალური ხელოვნებისა და სამუზეუმო ცხოვრების მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს.
     
    აწმყოში თანამყოფობის დაკარგვა, ქრობის რეფლექსია, ალუზიური, ასოციაციური კავშირების ლაბირინთად გარდაქმნის აბრეშუმის მუზეუმის სარდაფის აუთვისებელ სივრცეს,სადაც ფოტო-ინსტალაციები კონცეპტუალური ნარატივით, ტექსტის პროეცირებით, ხმის, განათებისა და სივრცითი ობიექტების მეშვეობით თანამედროვე ადამიანის დესტრუქციულ შეგრძნებებს მიესადაგებიან. გაურკვეველი შინაგანი შეგრძნებები მატერიალიზდება რეალობასა და ფანტაზიას შორის ბალანსის დაკარგვით. 
     
    მულტიმედიური ნამუშვრები წარმოსახვით, ემოციურ მდგომარეობას ამძაფრებს - ერთგვარი ვირტუალური სიმულაცია კი ბადებს დუალურ შეკითხვებს ისეთ მარადიულ ეგზისტენციალურ პრობლემებზე როგორიცაა: სილამაზე, სურვილი, ინტუიცია, ხელოვნურობა, ილუზიის მაცდუნებელი ძალა უხეშ, პირდაპირ რეალობაში. აღნიშნული თემების მიმართ ინტერესი აერთიანებთ გამოფენის მონაწილეებს, რომლებიც განსხვავებული ვიზუალური ენით გამოხატავენ პირად პოზიციას. 
    სუბიექტური თვითგამოხატვის შედეგად, საჯაროდ ქცეული უთქმელი, პერსონალური და იმპერსონალური შეგრძნებები მუზეუმის უფუნქციო, „ჩახშობილ“ სივრცეში მნახველს სპირალური მოძრაობისკენ უბიძგებენ. სტრუქტურის მიღმა (სივრცესა და ადამიანის წარმოსახვაში) დაგროვებული ენერგია კი პროვოცირებულია გამოიწვიოს ორაზროვანი კითხვები:
    - რა არის ჩახშობა,სულის შეხუთვის ემოციური მდგომარეობა თუ სიმულაცია?
    - რას გულისხმობს ვირტუალურ აზროვნებაში „პეპლის ეფექტი“ ?
    - რას წარმოადგენს ვუეარისტული ფიქციის Vice Versa?
    - რა გამოწვევები ახლავს ცვლილებებს?
    - და რა არის შემდეგი ნაბიჯი?-ადამიანის არჩევანი მოდელირების პროცესშია ?!
     
    გამოფენის კურატორები, მონაწილეები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:
    მარიამ შერგელაშვილი - კონცეპტუალური ნარატივის ავტორი
    კონსტანტინე ბოლქვაძე - ფოტოსერიის დამოუკიდებელი ავტორი
    ელისაბედ რეხვიაშვილი - პროექტის კოორდინატორი
    ნინო კუბლაშვილი- დიზაინერი
     
    პროექტის ფარგლებში მოწვეული მონაწილე არტისტები:
    მერაბ გუგუნაშვილი
    გვანცა ჯიშკარიანი
     
    გამოფენა ხორციელდება პეტერ მოენიგის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნული ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2017 წელს განხორციელებული ერთობლივი კონკურსის - „მომავლის მოდელირების“ ფარგლებში.
     
    მისამართი: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ცაბაძის ქ. 6, 0112, თბილისი, საქართველო

    www.silkmuseum.ge
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია