18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმის საერთაშორისო დღე 2016

  • 1977 წლიდან საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად, 18 მაისს აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს. ამ დღისათვის ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო)  მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად გვთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ მუდამ ემსახურება მუზეუმების როლის გაზრდას და მათ პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

    2016 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის  თემაა  ”მუზეუმები  და  კულტურული ლანდშაფტები”. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც პლანეტა განიცდის ეკოლოგიურ კრიზისს, საერთაშორისო დონეზე მუშავდება გარემოს და ნაწილობრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგია. ამ კრიზისიდან ერთ-ერთ შესაძლო გამოსავალს წარმოადგენს კულტურული ლანდშაფტების აღდგენა, დაცვა და განვითარება. ამიტომაც, მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მიერ შერჩეული თემა მუზეუმებისთვის წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას, ასევე გამოწვევას, ვინაიდან მუზეუმებს მოუწევთ ახლებურად უნდა გაიაზრონ საკუთარი მისია და გაზარდონ მუზეუმის  კულტურულ-სოციალური როლი. მესამე ათასწლეულის მსოფლიოს მუზეუმებისთვის ეს გარდასახვა  სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
    ბუნებისა და ისტორიის კომბინირებით კულტურული ლანდშაფტი წარმოადგენს ცვალებად და მუდმივად განვითარებად ტერიტორიას, სპეციფიკური გეოლოგიური იდენტობისა და ტრანსფორმაციის პროდუქტს, რომელიც შექმნილია ადამიანისა და დროის მიერ. ხალხიც და საზოგადოებაც პასუხისმგებელნი არიან ამ ლანდშაფტების დაცვისა და განვითარებისთვის.
    იგივე  ამოცანები ეკისრება მუზეუმებსაც, სადაც დაცულია მცირე და დიდი მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლები.
    თემა „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები“ მუზეუმებს პასუხისმგებლობას აკისრებს მათი ლანდშაფტების განვითარებისათვის ხელშეწყობაში ცოდნისა და კომპეტენციის მეშვეობით და  ასევე, გამოკვეთს მუზეუმების აქტიურ როლს ლანდშაფტების მართვაში. მუზეუმების მისია, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს მემკვიდრეობის დაცვა/ზედამხედველობას მათ კედლებსა და მის ფარგლებს გარეთაც. აუცილებელია, მუზეუმების ეს მისია გაფართოვდეს და მათი აქტივობები განხორციელდეს გარემომცველი კულტურული ლანდშაფტებისა და მემკვიდრეობის ღია ტერიტორიაზეც, რისთვისაც უნდა იკისრონ სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა.  
    მუზეუმის ხედვა უშუალოდ საკუთარი კოლექციების კონსერვაციის, ექსპონირებისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ჩანაცვლდა სხვა ამოცანებით, რომლებიც უფრო მისადაგებულია ინსტიტუციის შინაარსს და მოიცავს გარემომცველი ტერიტორიის ფარგლებში კვლევას და მეწარმეობას, შეძენას, განვითარებას და ცოდნის გაზიარებას, ადგილობრივი საზოგადოებისთვის ლანდშაფტის მრავალფეროვანი სახით წარდგენას. ასეთი პასუხისმგებლობების აღებით, რაც ცდება მათ კოლექციებს, მუზეუმებს შეუძლიათ გააფართოვონ და განავითარონ თავიანთი კოლექციები და მემკვიდრეობა ცოდნით და გამოცდილებით.  
    მუზეუმებსა და კულტურულ მემკვიდრეობას შორის კავშირის ხაზგასმა ამყარებს მუზეუმების, როგორც ტერიტორიული ცენტრების იდეას, რომლებიც აქტიურად ჩართულები არიან კულტურული ლანდშაფტების დაცვაში. 
    გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მუზეუმების პასუხისმგებლობა ვრცელდება ლანდშაფტებზე, მუზეუმების მისია მოიცავს აგრეთვე  ეკოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას, რაც ხელს უწყობს მათი იდენტობის განვითარებას, თანამშრომლობას მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებულ ყველა საჯარო და კერძო პირებთან. ამავდროულად, მუზეუმი, რომელიც პასუხისმგებელია მისი ლანდშაფტის განვითარებაში, ითავსებს ინტერპრეტაციულ როლსაც გარემომცველი მემკვიდრეობისა და ტერიტორიის ხელშეწყობისთვის, ახორციელებს მისი ფასეულობის შესახებ ცოდნის გავრცელებას ადგილობრივ მოსახლეობაში და უბიძგებს მათ ამ მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და გაუმჯობესების აქტივობებში ჩართვისკენ. 
     
    თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ლანდშაფტები მუდმივად ვითარდება და ვერ გაიყინება ან ვერ გარდაიქმნება მუზეუმად. დაცვა და კონსერვაცია იცავს მათ ნგრევის, დეფორმაციისა ან იდენტურობის დაკარგვისაგან. მუზეუმებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ტერიტორიის ადმინისტრირებაში, რაც გამოიხატება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, კონსერვაციასა და ინტერპრეტაციაში, როგორც მის კედლებს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, აგრეთვე საჯარო და ურბანულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობით და ლანდშაფტების პოლიტიკის განსაზღვრითა და განხორციელებით. 
     
    მუზეუმები მუზეუმის საერთაშორისო დღის ორგანიზებისთვის!
    მუზეუმები წარმოადგენენ მუზეუმის საერთაშორისო დღის ელჩებს. მათ მიერ ორგანიზებული აქტივობების საშუალებით მუზეუმებს მჭიდრო კავშირი აქვთ საკუთარ აუდიტორიასთან, ეს ღონისძიებები კი წლიდან წლამდე უფრო და უფრო წარმატებული ხდება.
    განავითარეთ პარტნიორობა სკოლებთან, ასოციაციებთან, სხვა მუზეუმებთან და სხვ.
    გამოიყენეთ და გაავრცელეთ ღონისძიების გრაფიკული მასალები თქვენი აქტივობების ეფექტურად გასავრცელებლად მსოფლიოში;
    გაავრცელეთ ინფორმაცია მუზეუმის საერთაშორისო დღის შესახებ ვებ-სივრცის (ვებ-გვერდი, სოციალური მედია და სხვ.) საშუალებით;
    გააგზავნეთ პრეს-რელიზები მუზეუმის საერთაშორისო დღის შესახებ ან მოაწყვეთ პრეს-კონფერენცია ღონისძიების თაობაზე მუზეუმში;
    მოახდინეთ საერთაშორისო ყურადღების კონცენტრირება თქვენ აქტივობებზე: ინფორმაციის გავრცელება ICOM-ის ქსელის საშუალებით, რომელიც ასევე ქმნის ღონისძიებების არქივს. 
     
    მუზეუმის საერთაშორისო დღე იქცევს პუბლიკისა და მუზეუმის პროფესიონალების ყურადღებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
     
    რეკომენდაციას გიწევთ გაიაროთ 8 მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
    1. სამიზნე აუდიტორია
    ჩვეულებრივი ვიზიტიორები? ახალი პუბლიკა? სოციალურად დაუცველი ადამიანები? სპეციფიკური პუბლიკა: ბავშვები, თინეიჯერები, პენსიონერები, ინვალიდები და სხვ.? აქტივობები, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა პუბლიკისთვის. http://network.icom.museum/international-museum-day/press/gallery/
    2. განსაზღვრეთ თქვენი მიზნები
    ახალი პუბლიკის მოზიდვა? სხვადასხვა ტიპის ვიზიტიორების მოზიდვა? მუზეუმის როლის გაზრდა? საზოგადოების ჩართულობის ხაზგასმა? ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა? პოტენციური პარტნიორებისთვის თქვენი ინსტიტუციის გაცნობა?
    3. თქვენი მუზეუმის ადგილის განსაზღვრა/პოზიციონირება
    მიზნები, რომლებსაც თქვენ ადგენთ, დაკავშირებული უნდა იყოს თქვენს მუზეუმთან. მუზეუმის საერთაშორისო დღე გვეხმარება მუზეუმების მნიშვნელობისა და მათი სხვადასხვა ასპექტების ხაზგასმაში. 
    რა არის ინოვაციური მუზეუმი? ეხმიანება სოციალურ საკითხებს? დინამიკურია? აუდიტორიასთან აქტიურ კონტაქტშია? ტურიზმს ხელს უწყობს? 
    4. ინსტიტუციური პარტნიორობისა და სპონსორობის განვითარება

    მუზეუმის საერთაშორისო დღე წარმოადგენს ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების საშუალებას, რაც დაკავშირებულია  კოლექციებთან, მედიატორობასა და დაფინანსებასთან. თანამშრომლობა შეიძლება შედგეს მუზეუმის პროფესიონალებთან, სხვა მუზეუმებთან, ასოციაციებთან.

    5. ზუსტი ბიუჯეტის ჩამოყალიბება
    მუზეუმის საერთაშორისო დღის აქტივობები შეიძლება როგორ დიდ, ასევე მცირე ინსტიტუციებშიც მოეწყოს. აუცილებელი ჰუმანური და ფინანსური რესურსებიც დამოკიდებულია იმ ღონისძიებების მასშტაბებზე.
    6. შექმენით მოულოდნელი პროგრამა, რომელიც თქვენი წარმატების გასაღები იქნება. მაგალითები იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://network.icom.museum/international-museum-day/press/gallery/
    7. ჩამოაყალიბეთ კომუნიკაციისა და პოპულარიზაციის სტრატეგია
    ჩვენ შევქმენით რიგი კომუნიკაციური საშუალებები, რაც დაგეხმარებათ თქვენი სტრატეგიის შესრულებაში. ICOM და მისი ქსელიც საკომუნიკაციო არხის ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენს.  
    8. ღონისძიებების შეფასება
    მნიშვნელოვანია, რომ გაანალიზოთ მუზეუმის საერთაშორისო დღის წარმატება და მისი გავლენის ეფექტურობა. ამიტომაც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს წარმატების კრიტერიუმები, რაც პირდაპირ კავშირში იქნება მიზნებთან. ინდიკატორების რამდენიმე მაგალითია: დასწრებადობა, გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება და მედია-რესურსების რაოდენობა, რისი საშუალებითაც გავრცელდა ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ. 
    საქართველოს მუზეუმების კვირეულის პროგრამა
    ღამე მუზეუმში - საქართველოს მუზეუმების პროგრამა 
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია