18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმის კვირეული - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

  • 20-22 მაისი
    II სამეცნიერო კონფერენცია "მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა"
    - მუზეუმ-ნაკრძალების, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა
    - მუზეუმი და სამეცნიერო კვლევა
    - თანამედროვე მუზეუმიარქიტექტურა, ექსპოზიცია, დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიები
    - მუზეუმი და თანამედროვე გამოწვევები
    - დაცვა-შენარჩუნება (რესტავრაციისა და კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები).
    კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროს სპეციალისტები, ტურიზმისა და ღვინის სააგენტოების წარმომადგენლები. სამეცნიერო კონფერენციის მასალები, დაიბეჭდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კრებულში "მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა II", 2015.
     
    18 მაისი
    "კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ისტორიიდან" -საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა ერთდღიანი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტთა საცავში დაცული კველევითი და საპროექტო მასალა - 1918 წლიდან მოყოლებული თანამედროვე პერიოდის ჩათვლით. სპექტრი მრავალფეროვანია: ტაძრები, ციხეები, საერო არქიტექტურა (გეგმები, ჭრილები, ფასადები, დეკორი, კროკები), კედლის მხატვრობა; პროექტები. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თანამდეროვე ტექნოლოგიების პრეზენტირებას ძეგლთა კვლევის სფეროში
     
    3-31 მაისი
    "მუზეუმის კოლექციიდან - ფიროსმანი წინანდალში"
    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წინანდალში 3 მაისიდან ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (მირზაანში) დაცული ნ. ფიროსმანის ნამუშევრები, პაბლო პიკასოს ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი და ფიროსმანის სურათების გამოფენათა აფიშები
     
    25 მაისი
    "მუზეუმის კოლექციიდან - XX საუკუნის ქართული მხატვრობა"
    სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიფინება, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული XX საუკუნის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ყარამან ქუთათელაძის, ზურაბ წერეთლის და სხვა ცნობილი მხატვრების 1930-1960-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის მიზანია რეგიონალურ მუზეუმებში დაცული კოლექციებისა და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი საფონდო მასალების პოპულარიზაცია.
     
    ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
    მოეწყობა შეხვედრა კერძო კოლექციონერებთან - ნუგზარ ოსეფაშვილთან და გიორგი ხაჩიძესთან. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მათ კოლექციებში დაცული ბორჯომის მინერალური წყლის ეტიკეტები (476 ერთეული) და ნუმიზმატიკის (435 ერთეული) ნიმუშები; 
     
    18 მაისი
    გრემის მუზეუმი
    შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. სტუდენტები გაეცნობიან ნაქალაქარ გრემის ისტორიას, მუზეუმის მუშაობის სპეციფიკასა და აქ დაცულ კოლექციებს. მოისმენენ ლექციას ქეთევან დედოფალზე, დასასრულს ნაჩვენები იქნება თომა ჩაგელიშვილის ფილმი `გრემი~;
     
    ე. თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
    ასე იქმნებოდა ჩვენი მუზეუმ-ნაკრძალი” - ღონისძიება ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუს საჯარო სკოლაში. მოსწავლეები გაეცნობიან მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასა და მისი დაარსების ისტორიას
     
    ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
    ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართება პრეზენტაცია: "საქართველოს ტაძრები". ასევე, წარმოდგენილი იქნება ლიტერატურული კომპოზიცია - `ნოქალაქევი ჩემი სოფელი - ზეაღმართული `ციხე გოჯითა. მოეწყობა ღია გაკვეთილი (მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია) თემაზე - `ომი და მისი შედეგები; ერთად დავიცვათ მშვიდობა;
     
    სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმში საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყობა კონფერენცია სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დამაარსებლების _ ტიციან ტაბიძის და სტეფანე ალიბეგაშვილის მუზეუმში მოღვაწეობის შესახებ. პარალელურად გამოიფინება მუზეუმის დაარსების ამსახველი ფოტომასალა;

    უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი
    "არტ-უფლისციხე 2015"-ის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მათ შორის გორის ქართული ხალხური ხმების ანსამბლისა და ჯაზბენდ `კანუდოსის~ კონცერტი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე; მოეწყობა გივი სადაღაშვილის ჭედური ნამუშევრების გამოფენა; მუზეუმის გარე ტერიტორიაზე გამოიფინება და გაიყიდება ადგილობრივი პროდუქტი; მუზეუმ-ნაკრძალის პატარა ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ უფლისციხის საგანმანათლებლო პროექტში `უფლისციხობანა~. უფლისციხის ბავშვთა ფოლკლორული ანსმაბლის წევრები შეასრულებენ სხვადასხვა სიმღერებს. ღონისძიებაში ჩართული იქნებიან მუზეუმ-ნაკრძალის მოხალისეები;
     
    14 მაისი
    ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ- ნაკრძალი
    გეგუთში გაიმართება თამარ მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიება - თამარობა. ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ კომპოზიციას თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გააცოცხლებენ იმ პერიოდის საქართველოს;
     
    ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
    "საქარავნო გზები" - სოფ. ნაქალაქევი `ქარვასლა-ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი - ამ მარშრუტით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყობა ტური. მათივე მონაწილეობით გაიმართება დისკუსია საქარავნო გზების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ. გამოიფინება ფონდსაცავში დაცული არქეოლოგიური მასალა.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია