18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმის საერთაშორისო დღე 2015

  • „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის“
    მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977  წელს დააფუძნა საზოგადოების განვითარებაში  მუზეუმის  როლის გაცნობიერების  მიზნით. ყოველწლიურად მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა მუშავდება ICOM-ის ექსპერტთა ქსელის მიერ
    2015 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის.
    თემა:
    თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მოწყვლადი ბუნების ინტერესებთან ცხოვრებისა და განვითარების ახალ შესაძლებლობათა შეხამების აუცილებლობა. საზოგადოების მდგრად განვითარებაზე გადასვლა ითხოვს აზროვნებისა და ქმედების ახალ მეთოდებს. მუზეუმები საკვანძო როლს ასრულებენ ამ პროცესში. სწორედ ისინი უწევენ პოპულარიზაციას მდგრად განვითარებას  და წარმოადგენენ ჭეშმარიტ ლაბორატორიებს საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისათვის. ამ პროცესებთან დაკავშირებით თანამედროვე მუზეუმებმა მყარი პოზიცია უნდა შეიმუშაონ და ამგვარად აიძულონ საზოგადოება და ხელისუფლება, ისმინონ მათი ხმა.
    მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის  განსაზღვრავს მუზეუმების როლს მუზეუმის აუდიტორიის გათვითცნობიერებაში საზოგადოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც გაცილებით ეკონომიურია და ნაკლები ზიანის მომტანია გარემომცველი სამყაროსთვის, უფრო მეტად ესადაგება საზოგადოების სულიერ მოთხოვნილებას და  ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ეპყრობა პატივისცემით.
    მოუწოდებს რა მუზეუმებს, დაიკავონ მეწინავე პოზიცია საზოგადოების მდგრადი განვითარების ამ მოდელის რეალიზებაში, 2015 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა მიმართულია საზოგადოების მიერ ჩვენს პლანეტაზე  საკუთარ ქმედებათა შედეგების გაცნობიერებისა და ეკონომიკური თუ სოციალური მოდელების კორექტირების აუცილებლობისაკენ.

    დანართში იხილეთ 2015 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი, ღონისძიებების მომზადების სახელმძღვანელო და 2015 წლის მუზეუმის კვირეულის ღონისძიებების პროგრამა საქართველოს მუზეუმებში.

    აგრეთვე გთავაზობთ თქვენი მუზეუმის და მსდ-ის კვირეულში მნიშვნელოვანი ღონისძიებების სარეგისტრაციო პლატფორმას შემდეგ ბმულზე: http://imd.museu.ms/account/login 
    სოციალურ ქსელებში ღონისძიების შესახებ ინფორმაციის განთავსებისას, გთხოვთ, მიუთითოთ ჰაშთეგი #MuseumDay 

    მუზეუმის კვირეულში საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ინფორმაცია:
    https://www.facebook.com/events/

    მუზეუმის კვირეული საქართველოს მუზეუმებში - პროგრამა

    მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი
    ღონისძიებების მომზადების მეგზური
    ღონისძიების სარეგისტრაციო ფორმა
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია