18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმის საერთაშორისო დღე - 2014

  • „სამუზეუმო კოლექციები გვაკავშირებს“
     
    1977 წლიდან საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად, 18 მაისს აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს. ამ დღისათვის ICOM - ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად გვთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ მუდამ ემსახურება მათი როლის გაზრდას საზოგადოებაში. 2013 წელს ხუთი კონტინენტის 143 ქვეყნის 35 000-ზე მეტმა მუზეუმმა აღნიშნა მუზეუმის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებით.
    2014 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „სამუზეუმო კოლექციები გვაკავშირებს“. თემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მუზეუმი არის ცოცხალი ინსტიტუცია, რომელიც იცავს წარსულს და აკავშირებს მას აწმყოსთან. ესაა თაობებს შორის კავშირი, რომელიც თანამედროვე და მომავალ თაობებს საშუალებას აძლევს უკეთესად აღიქვან საკუთარი წარმომავლობა და ისტორია.
     
    მუზეუმის საერთაშორისო დღის ორგანიზებისთვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავდა ოთხი ქვე-თემა: 
    • ტურის ორგანიზება: თემა შეგვახსენებს, რომ გამოფენა იქმნება სამუზეუმო ექსპონატებით: ამ ექსპონატთა მეშვეობით მუზეუმი ახდენს ისტორიული და მეცნიერული კავშირების ინტერპრეტირებას და ქმნის ვიზიტიორთა ტურს „ისტორიის მოსაყოლად“.
    • თაობათშორისი კავშირი. მუზეუმები ინარჩუნებენ კავშირს საზოგადოებასა და მის ცოცხალ ისტორიას შორის. ისინი წარმოადგენენ სივრცეს თაობებს შორის დიალოგისთვის.
    • მემკვიდრეობის ექსპონირება თანამედროვე მეთოდებით. მუზეუმებმა სწრაფად აითვისეს ახალი მედიის მიერ შემოთავაზებული კომუნიკაციისა და მედიატორობის საშუალებები და „დაამსხვრიეს“ ოდესღაც არსებული მოძველებული „იმიჯები“.
    • სამუზეუმო ინსტიტუციებსა ან სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კოლექციების გაცვლა და ასევე, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს მუზეუმებს შორის ინტერკულტურული გაცვლის მნიშვნელობის ხაზგასმისა და კოლექციების აღქმის გაუმჯობესების კარგ საშუალებას. კულტურის ან სხვა სფეროს სტრუქტურებთან პარტნიორობა ასევე ხელს უწყობს მუზეუმის მისიის განხორციელებას.

    იხილეთ საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა  -  www.facebook.com/media/

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია