18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმები (ხსოვნა+კრეატიულობა) = სოციალური ცვლილება

  • მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) დააფუძნა 1977 წელს საზოგადოებისგანვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით.
    სამუზეუმო საზოგადოების გადაწყვეტილებით, 2013 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები (ხსოვნა+კრეატიულობა) = სოციალური ცვლილება“.

    ამერიკიდან ოკეანეთამდე, ევროპის, აზიისა და აფრიკის ჩათვლით, მუზეუმის საერთაშორისო დღე  განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს სამუზეუმო საზოგადოებისათვის. ამ დღეს მუზეუმები ახდენენ ერთი თემის ინტერპრეტირებას და ეს ეხება კულტურის ყველა ორგანიზაციას. მუზეუმის საერთაშორისო დღე აგრეთვე შესანიშნავი საშუალებაა მუზეუმის პროფესიონალებისთვის საკუთარ აუდიტორიასთან შესახვედრად.

    ტრადიციულად, მუზეუმის საერთაშორისო დღე  18 მაისს აღინიშნება. იგი შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე ან მთელი კვირა დევიზით: „მუზეუმები მნიშვნელოვანი საშუალებაა კულტურული გაცვლის, კულტურების გამდიდრებისა და ურთიერთგაგების განვითარების, ხალხთა შორის თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისათვის“.

    ყოველწლიურად, მუზეუმის საერთაშორისო დღე  მსოფლიოს სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მუზეუმებს იკრებს. 2012 წელს ღონისძიებაში მონაწილეობდა ხუთი კონტინენტის 129 ქვეყნის 32000 მუზეუმი.
    მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის  დაცვასა და ექსპონირებასთან  ერთად,  უკანასკნელ წლებში სამუზეუმო სექტორს ახასიათებს კრეატიულობა და სიცოცხლისუნარიანი  აქტივობა, რაც აძლიერებს თანამედროვე სამუზეუმო ინსტიტუციებს. კონსერვაციის ტრადიციული მისიის შეთავსება კრეატიულობასთან, რაც აუცილებელია მუზეუმების აღორძინებისა და აუდიტორიის განვითარებისთვის - ესაა ევოლუცია, რასაც მუზეუმები  პასუხობენ  მყარი რწმენით, რომ მათ არსებობას და აქტივობებს შეუძლია მოახდინოს საზოგადოების კონსტრუქციული ტრანსფორმაცია.

    ეს უდავოდ ოპტიმისტური თემა თანაბარზომიერად და დინამიურად თავს უყრის რამდენიმე კონცეფციას, რომლებიც განსაზღვრავს თანამედროვე მუზეუმის არსს, წარმოაჩენს ამ ინსტიტუციის უნივერსალურ ბუნებას და პოზიტიურ გავლენას საზოგადოებაზე. იგი აჯამებს მუზეუმის ამოცანათა სირთულეებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მუზეუმი მოწოდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებასა და დაახლოებაში.

    გთავაზობთ 5 ქვე-თემას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულითქვენი სპეციფიკური პროგრამის მომზადებისათვის

    • არაფორმალური საგანმანათლებლო სტრუქტურები. მუზეუმები იყენებენ გასართობ პროგრამებს განათლებისათვის; ისინი წარმოადგენენ სივრცეს, სადაც ინიციატივები ხორციელდება ვალდებულებების გარეშე, რაც ქმნის ცოდნის უწყვეტად მიღებისა და  განახლების  შესაძლებლობას
    • სოციალური სივრცე. მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკუთარ ტერიტორიის იდენტურობასა და დინამიზმში, საკუთარი აქტივობებით წვლილი შეაქვთ მათივე ტერიტორიის წარსულის პოპულარიზაციასა და  სამომავლო განვითარებაში
    • თაობათაშორისი კავშირი. მუზეუმები ინარჩუნებენ ინტენსიურ კავშირს საზოგადოებასა და  მის ისტორიასთან. ისინი წარმოადგენენ სივრცეს თაობებს შორის დიალოგისთვის
    • მემკვიდრეობის ექსპონირება თანამედროვე მეთოდებით. მუზეუმებმა სწრაფად აითვისეს თანამედროვე მედიის მიერ შემოთავაზებული ახალი საკომუნიკაციო საშუალებები და „დაამსხვრიეს“ ოდესღაც არსებული მოძველებული „იმიჯები“
    • ინოვაციური მეთოდები  უკეთესი კონსერვაციისთვის. კონსერვაციის სტრუქტურა უმჯობესდება, ხოლო მუზეუმი ხდება რეალური ლაბორატორია, სადაც სამუშაო ტექნოლოგია აგრძელებს განვითარებას.

      მუზეუმების საერთაშორისო დღე - პოსტერი
      მუზეუმების საერთაშორისო დღე საქართველოს მუზეუმებში - პროგრამა
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია