გამოფენები

  • "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა"

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი
     
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ორგანიზებული გამოფენა "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა" წარმოგიდგენთ ამ ორ ქალაქში მდებარე მნიშვნელოვან ისტორიულ-სამუზეუმო ქსელს. გამოფენა მიზნად ისახავს იმ სირთულეებისა და ამოცანების  წარმოჩენას, რომლის წინაშეც დგას ბერლინისა და თბილისი მუზეუმები. კერძოდ, კოლექციების დაცვა, ინტერპრეტაცია და გამოფენა ახლადაშენებულ თუ ისტორიულ შენობებში.
    გამოფენაზე წარმოდგენილი გრაფიკული მასალა, ფილმი, ფოტოები, ტექსტები და ნივთები მოგვითხრობს ბერლინის სამუზეუმო კუნძულისა და თბილისის სამუზეუმო უბნის შესახებ.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია