გამოფენები

  • "ღამე მუზეუმში"

  • 2012 წლის 16 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო აქცია „ღამე მუზეუმში“.
    აღნიშნული აქციის მეშვეობით თბილისის 100 სკოლის დირექტორმა შემეცნებითი, თეატრალიზირებული ღონისძიებების თანხლებით დაათვალიერა გალერეის ექსპოზიცია.
    პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული გალერეის ეზოში დაიწყო. სტუმრებს, მუსიკის თანხლებით, გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან მსახიობთა მიერ „გაცოცხლებული“ სხვადასხვა პერსონაჟები მასპინძლობდნენ. გალერეის კედელზე ნაჩვენები იყო ექსპოზიციაში წარმოდგენილი პერსონაჟების პროექცია.
    სტუმრებს გალერეის დარბაზებში ელოდათ საინტერესო სანახაობა მუსიკის თანხლებით, სადაც მსახიობთა მიერ გაცოცხლდა სხვადასხვა პერსონაჟები გალერეის ექსპოზიციის ცნობილი ნამუშევრებიდან - ნ. ფიროსმანი: „გოგონა ბუშტით“, „მეთევზე“,„აქტრისა მარგარიტა“; გ. გაბაშვილი ”სამარყანდელი”; ი. შტენბერგი ”მენიუ”; დ.კაკაბაძე „ავტოპორტრეტი“; ლ. გუდიაშვილი „კინტოები“; ქ. მაღალაშვილი ”ე. ახვლედიანის პორტრეტი”, დ. შევარდნაძე „ავტოპორტრეტი“; შ. ქიქოძე „კაფეში“, „გურული ქალი“, „აჭარა“; მ. ბილანიშვილი „ქალის პორტრეტი“; უ. ჯაფარიძე ”დედის ფიქრები”; ი. თოიძე „ა. თოიძის პორტრეტი“.
    ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულებს გადაეცათ მუზეუმის სუვენირები დასხვადასხვა გამოცემები.
    პერსონაჟებს ასახიერებდნენ ლიტერატურის თეატრის მსახიობები და შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ თბილისის სახელმწიფოს კონსერვატორიის სტუდენტები და ე. მიქელაძის ნიჭიერთა ათწლედის მოწაფეები.
    ორგანიზატორები: ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს უნივერსიტეტი.
     

           

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია