გამოფენები

  • "ევროპა - ახალი იდენტობის ძიებაში“

  • 2011 წლის 9 მაისიდან 16 მაისამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმისა და „ტაციტა – მხატვრები საზღვრებს გარეშე“-ს თანამშრომლობით მოეწყო ციფრული ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო გამოფენა თბილისში. ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა არტისტებმა (კარინ ანგელი, ალექსანდრე ბერდიშევი, ეველინ ჯინი, მიხაელ ვინსენტ მანალო, ტერეზა მილი და სხვ.). პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოში ავსტრიის საელჩოსa და თბილისის მერიის თანამშრომლობით.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია