გამოფენები

  • გამოფენა - “ნაცნობი უცნობი ქუთაისელები”

  • 2011 წლის 2 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახ. სამხატვრო გალერეაში გაიმართა “ნაცნობი უცნობი ქუთაისელები”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XX საუკუნეში მოღვაწე ქუთაისელ და აგრეთვე, საკუთარი შემოქმედებით ქუთაისთან დაკავშირებულ მხატვართა, მწერალთა, კომპოზიტორთა, მსახიობთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი ნივთები, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები. მათ შორის: პეტრე ოცხელისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები, ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერები, ვერიკო ანჯაფარიძისა და გიორგი შავგულიძის კოსტუმები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია