გამოფენები

  • „ბუსტროფედონი“, 1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენა

  • 19 აპრილიდან 15 მაისამდე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის გალერეა წარმოადგენს 1910-1920-იანი წლების ქართულ/ტფილისური ავანგარდის გამოფენას ”ბუსტროფედონი”. გამოფენაზე წარმოდგენილია 1910-1920-იანი წლების ავანგარდული წიგნებისა და გრაფიკული ნამუშევრების დოკუმენტაცია, დავით კაკაბაძის, კირილ ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, ზიგა ვალიშევსკის, ილია ზდანევიჩის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, დიმიტრი შევარდნაძის, შალვა ქიქოძის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის, მიშა ჭიაურელის, ელენე ახვლედიანის, ემმა ლალაევას, მიხეილ გოცირიძეს, კლარა კვესის, ირინა შტენბერგის, ბენო გორდეზიანის გრაფიკული ნამუშევრები, გარდა ამისა, ამავე პერიოდის აფიშები, ფოტო და საარქივო დოკუმენტაცია. გამოფენის პარალელურად იმართება მიშა ჭიაურელის, კოტე მიქაბერიძის და მიხეილ კალატოზიშვილის ფილმების ჩვენება. გამოფენის კურატორი: ნანა ყიფიანი


  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია