გამოფენები

  • გამოფენა “შეიცანი იაპონია“

  • 2011 წლის 28 მარტიდან 30 აპრილადე საქართველოს ეროვნული მუზეუმი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოადგენს გამოფენას “შეიცანი იაპონია”. დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, იხილოს მსოფლიოში უძველესი ცივილიზაციის მქონე იაპონელი ხალხის კულტურა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაპონური ხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდის (XVIII–XX სს.) 150 ნივთი. მათ შორის: ტიხრული მინანქრისა და ფაიფურის ჭურჭელი, სპილოს ძვლის ნაკეთობები, საბრძოლო აღჭურვილობა, სარიტუალო დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჩაის ცერემონიალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, სათამაშოები, სამოსის დეტალები და სხვა. გამოფენის პარალელურად იმართება საგანმანათლებლო პროგრამები.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია