გამოფენები

  • გამოფენა "ქართული საერო ნაქარგობა და შესამოსელი"

  • 2010 წლის 25 მაისიდან 25 ივნისამდე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) გაიმართა გამოფენა "ქართული საერო ნაქარგობა და შესამოსელი", რომელზეც ექსპონირებული იყო XVIII-XIX სს.-ს ქალისა და მამაკაცის სამოსი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაქარგობისა და ნაქსოვი ნიმუშები, თუშური ფარდაგები და მდიდრული ნაქარგობით გაწყობილი ქალისა და მამაკაცის ფეხსამოსი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან. ასევე, ლითონის სხვადასხვა ჭურჭელი დოქები, აზარფეშები და სხვ. ძველი ხელოვნების ნიმუშების პარალელურად წარმოდგენილი იყო თანამედროვე, XX-XXI სს-ის ხელოვანთა და დიზაინერთა მიერ შექმნილი საერო დანიშნულების ხელოვნების ნიმუშები: ხის ნაკეთობები, მინანქარი, კერამიკა, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები და სხვა. გამოფენის პარალელურად ჩატარდა საგანმანათლებლო-სალექციო კურსი ქართულ საერო ნაქარგობასა და ეროვნულ სამოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია