გამოფენები
პიკასო საქართველოში
2009 წლის 30 მაისიდან 23 ივნისამდე სიღნაღის მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) გახსნილ გამოფენაზე ექსპონირებული იყო იონის დეპარტამენტის (საფრანგეთი) ქალაქ ვეზელეს ზერვოსის მუზეუმის კოლექციებში დაცული პიკასოს 40 ნამუშევარი. პიკასოს ნამუშევრების გამოფენა 3 თვის მანძილზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე საქართველოს ორ სხვა ქალაქშიც (თბილისი და ბათუმი).
18 მაისი, 2018