გამოფენები

  • მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გზით ევროპულ სამყაროში ქვეყნის ინტეგრირების ხელშეწყობას ემსახურება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ საერთაშორისო პროგრამა ” ქართული სეზონის” ფარგლებში დაგეგმილი გამოფენათა ციკლი ქალაქებში: ბერლინი, ნანტი, პარიზი, ვაშინგტონი, ათენი.

    ამ პროგრამის პირველ ეტაპზე 2007 წლის 14 მარტს ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ანტიკური კოლექციების ალტეს მუზეუმში გაიხსნა გამოფენა " მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან".

    ძველი კოლხეთის კულტურა ყველაზე თვალნათლივ ქ. ვანის (დას. საქართველო) არქეოლოგიური გათხრების შედეგად წარმოჩნდა, სადაც ურთულესი ტექნიკის გამოყენებით საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები. გამოფენაზე სწორედ ქ. ვანში აღმოჩენილი უნიკალური მასალაა წარმოდგენილი (ძვ. წ. V-III სს.).

    აღნიშნული პროექტისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული 83 დასახელების ექსპონატი შეირჩა, რომელიც საზოგადოებას თვალსაჩინო წარმოდგენას შეუქმნის ქართული ოქრომჭედლობის ესთეტიკისა და ტრადიციების შესახებ. გამოფენა ბერლინში გასტანს 2007 წლის 3 ივნისამდე.
     

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია