გამოფენები

  • ფიროსმანი წინანდალში

  • 2015 წლის 3 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით წინანდლის მუზეუმში გამოფენილი იქნება მირზაანის მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 13 ნამუშევარი , მხატვრის სხვადასხვა პერიოდის გამოფენის აფიშები და პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი

    (გამოფენის გახსნასთან დაკავშრებით კვირას, 3 მაისს მუზეუმი დაიხურება 13:00–დან 17:00–მდე.)


    გამოფენა კომპანია „სილქნეტისა“ და სილქ როუდ ჯგუფის პატრონაჟით იმართება.
     
    ფიროსმანის ნამუშევრების რეტროსპექტივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამის "მუზეუმების კოლექციიდან" ფარგლებში მოგზაურობს - კოლექცია თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში - ხელოვნების სასახლეში, შემდეგ ქუთაისში იყო წარმოდგენილი. ნიკო ფიროსმანის მირზაანის კოლექციის გამოფენა პირველად ეწყობა წინანდალში. შემდეგ ნამუშევრები ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინება.  
     
     
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია