გამოფენები

  • ექვთიმე თაყაიშვილი 150

  • 23 დეკემბერი 17:00 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ერთობლივი პროექტის „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი" პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება - საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.

    18:00 - გამოფენა „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი" - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

    24 დეკემბერი 17:00 - გამოფენა „ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი" საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან - შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.1.

    26 დეკემბერი 17:00 - გამოფენა „დასავლეთ ევროპული ფერწერა ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურიდან" - დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

    27 დეკემბერი 17:00 - გამოფენა „ექვთიმე 150" - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველო ეროვნული არქივის კოლექციებიდან.

    გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე" - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.

    ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია.
     

    დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO 2013 წელი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა.


    ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია