გამოფენები

  • არტისტერიუმი

  • 2013 წლის 4 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის "არტისტერიუმი 2013" გახსნაზე.
    10 დღის განმავლობაში "არტისტერიუმი 2013" ფართო საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს, პერფომანსებს, ინსტალაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.
    2013 წლის არტისტერიუმის თემა: „ვარ მე შენ?" მონაწილეებს სთავაზობს „სხვისი", როგორც ფენომენის კვლევას და მის მიმართ ჩვენი, საზოგადოების დამოკიდებულებას. გამოფენის მიზანიც სწორედ ეს არის - თუნდაც მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან თანაარსებობის გზების ძიება და თანაგრძნობის გამოხატვა.
    ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 80 მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, რუსეთი (დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი), უკრაინა, ისრაელი, შევეიცარია, თურქეთი, პოლონეთი, იაპონია.
    „არტისტერიუმი 2013"-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება ვიდეო ფილმების სამდღიანი ფესტივალი სახელწოდებით „განსხვავებული ეკრანი", რომელზეც 19 სხვადასხვა ქვეყნის ფილმები იქნება ნაჩვენები. ფესტივალი პირველად დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. „არტისტერიუმზე" მას წარადგენენ ბრუს ალანი (მხატვარი), გარეტ ევანსი (ლონდონის გალერეის „ვაითჩეპელის" ვიდეო დეპარტამენტის უფროსი) და ბენჯამინ ისტოპი (კურატორი).

    პროგრამა:
    4 ოქტომბერი, პარასკევი.
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ი.გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
    18:00 - არტისტერიუმი 2013, გახსნა. 
    19:00/21:00 - პერფორმანსების პროგრამა: ილიკო ზაუტაშვილი „ვარ მე შენ?" / საქართველო, ლედო "Heartland Performance", ჯენიფერ ჰიკსი „ქუჩაში მარტო" / აშშ. 

    6 ოქტომბერი, კვირა.
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.
    12:30/16:00 - „განსხვავებული ეკრანი", ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. პირველი დღე. 

    7 ოქტომბერი, ორშაბათი.
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1.
    14:00/17:00 - „განსხვავებული ეკრანი", ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. მეორე დღე.

    8 ოქტომბერი, სამშაბათი.
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1
    14:00/18:00 - „განსხვავებული ეკრანი", ვიდეო არტის და მოკლე ფილმების საერთაშორისო პროგრამა. მესამე დღე.

    14 ოქტომბერი, ორშაბათი.
    დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.
    18:00 - „ქართული მელანქოლიის ანატომია", ლადო ფოჩხუა / აშშ, საქართველო
    (გამოფენა„ქართული მელანქოლიის ანატომია" გაგრძელდება 14 ნოემბრამდე).

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია