გამოფენები

  • Punctum Contra Punctum II - ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

  • 01 სექტემბერი – 15 სექტემბერი, 2013
     
    პროექტი ,,Punctum Contra Punctum II" წარმოადგენს იმ წინააღმდეგობრივი კონტექსტების რეპრეზენტაციას, რომელსაც დასავლეთ-ევროპელი, ამერიკელი, ლათინო ამერიკელი თუ ქართველი ხელოვანები სთავაზობენ დამთვალიერებელს, თანაც მრავალფეროვანი და განსხვავებული მედიატექნოლოგიების დახმარებით, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია,  შუქით მხავტვრობა, ვიდეო არტი, ფოტო კოლაჟი, თუ მულტიმედია.
    ,,Punctum Contra Punctum" -ის მიზანი ქართული მედია-არტის და ზოგადად სახვითი ხელოვნების დიაპაზონის გაფართოება და მისი მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებაა.  პროექტი გზას უხსნის უცხოელ და ქართველ პროფესიონალებს შორის თანამშრომლური უთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარებას.
    ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტურები, მოგზაურობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება, ვორკშოპები, შეხვედრები და ვიზიტები მხატვართა ატელიეებში.
     
    გამოფენის ორგანიზატორები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში, "არტ კონტაქტ თბილისი".
    პროექტის მხარდამჭერი: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
     
    პროექტის დირექტორი: მაკა რაზმაძე
    პროექტის კურატორი: რიჩარდ ტუკი. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების (MOMA)  მუზეუმის ექსპერტი  

    მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი - დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11. 
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია