გამოფენები

  • დავით კაკაბაძე - რეტროსპექტივა

  • 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
    ექსპონირებული ნამუშევრები დავით კაკაბაძეს წარმოგვიდგენს, არა მხოლოდ  როგორც მხატვარს, არამედ როგორც თანამედროვე მოაზროვნეს, ფოტოგრაფს, ხელოვნებათმცოდნეს, მეცნიერსა და სტერეოკინოს ერთ-ერთ პირველი გამომგონებელს.
    აღსანიშნავია რომ აქამდე დავით კაკაბაძის ნამუშევრების ასეთი ფართო გამოფენა არ გამართულა. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში, კერძო კოლექციებსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული 100-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, აბსტრაქცია და ფოტო.
    გამოფენას თან ახლავს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების საგანამანათლებლო ლექციათა ციკლი.
    გამოფენა 2013 წლის 10 ივლისამდე გაგრძელდება.
     
    პროექტის ორგანიზატორებისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დავით კაკაბაძის ფონდი.
     
    მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია