გამოფენები

  • Victoria

  • 11 აპრილი 2013 – 05 მაისი 2013
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სამი ქართველი მხატვრის: ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძისა და უშანგი ხუმას ნამუშევრების გამოფენას ,,Victoria". 
    სამივე მხატვრის პროექტი განსხვავდება როგორც კონცეფციით, ისე მკვეთრად გამოხატული ხელწერით. გამოფენაზე წრმოდგენილი 50 ტილო გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებითა და თვიმყოფადობით. მხატვრების სურვილი იყო საკუთარი პროექტების ერთდროულად წარდგენა. რადიკალურად განსხვავებული თემატიკის უკეთ წარმოსაჩენად, აღნიშნული გამოფენის საინიციატივო ჯგუფმა, ეროვნული გალერეის პირველი სართულის საგამოფენო სივრცე შეარჩია.
    ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და "გალა გალერეა".

    პროექტის მხარდამჭერია  ,,კავკასუს ონლაინი".
    მისამართი: ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11, თბილისი, საქართველო
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია