გამოფენები

  • „არაჩვეულებრივი გამოფენა“

  • ლიტერატურის მუზეუმი
    გიორგი ჭანტურიას 8, 0108, თბილისი, საქართველო
    ეთერ ჭკადუას, კოტე ყუბანეიშვილის, დიმა ცუცქირიძის, გიო ცუცქირიძის, გოგიტა ჭყონიას და გოჩა ჭკადუას ნამუშევრების „არაჩვეულებრივი გამოფენა“ თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან ტრადიციას - სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების თანამშრომლობას ეხმაურება. დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესის, გასნხვავებული გამომსახველობითი ენისა და პოზიციის ერთ სივრცეში გაერთიანებით, გამოფენა მონაწილე ხელოვანთა მრავალწლიანი ურთიერთობის აუცილებელ კომპონენტს - ემოციურ და ინტელექტუალურ ურთიერთგავლენას და თანამედროვე ხელოვნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს,ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის არსებულ საზღვრებს იკვლევს.
    მაგდა გურული

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია