გამოფენები

  • აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩების გამოფენა

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნივთების გამოფენას.
     
    გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი ხელოვანების მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. აგრეთვე, ნაციონალური საკრავები, სპილენძისა და კერამიკის ჭურჭელი,ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ფარდაგები და სხვა.
     
    ოგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ფ. ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და მუზეუმთან არსებული კულტურის ცენტრი.
     
    გამოფენა 2013 წლის 5 მარტამდე გაგრძელდება.
     
    მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. №1
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია