გამოფენები

  • „ბროწეულისფერი გამოფენა“

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 9 თებერვალს სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრების გამოფენა „ბროწეულისფერი გამოფენა“გაიხსნა
    ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვნების სასახლეში დაცული სამი კოსტიუმი ფილმებიდან „ბროწეულის ფერი“ და „ამბავი სურამის ციხისა“, 2 ესკიზი და ფარდაგები ამავე ფილმიდან, ფოტო-კოლაჟი და თოჯინა. გარდა ამისაკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კერძო კოლექციებიდან შეგროვდა სერგო ფარაჯანოვის მიერ შექმნილი ნივთები, ქუდები, კოლაჟები, მარაო, თოჯინა, ასევე გამოფენილია აფიშები და სცენარები მისი ფილმებიდან და სხვა ძვირფასი ექსპონატები
    გამოფენა 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია