გამოფენები

  • 80-იანი წლების დასასრულის და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული ხელოვნება

  • 25.09.2012 - 20.11.2012
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა


    გამოფენა საზოგადოებას ხელოვანთა იმ ნაწილის ნამუშევრებს გააცნობს, რომლებმაც ამ პერიოდის ძირითადი ტენდენციები შექმნეს. ეს არის საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი ეპოქის წარდგენის მცდელობა და პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა ოცი წლის შემდეგ ამ თაობის შემოქმედების ჯგუფური ჩვენება ეწყობა
    გამოფენის ყურადღების ცენტრში მოქცეულია ქართული ხელოვნების ექსპერიმენტული მიმართულებები, რომლებიც სხვადასხვა მედიასა და ჟანრშია განხორციელებული და კურატორის აზრით, ყველაზე კარგად გამოხატავს ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის არსებულ ურთიერთობებს
    გამოფენის მიზანი არ არის ამ პერიოდის ხელოვნების ამომწურავი სურათის აღდგენა. ის არც მოვლენების მკაცრ დოკუმენტირებას ცდილობს. ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის გაცნობით, მათ შორის კავშირების დამყარებით და მათი ისეთი თემების გარშემო გაერთიანებით როგორებიცაა ექსპერიმენტი, ქალაქი, ისტორია, მეხსიერება, პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობა, ხელოვანი, სტუდია/ლაბორატორია - გამოფენა ისტორიისგან გათავისუფლებული ხელოვნების ნიმუშების ხელახალ შეფასებას გვთავაზობს
    გამოფენა "Reframing the 80s" წარმოადგენს თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის ნაწილს, რომლის პირველი ნაწილი- კარლო კაჭარავას დღემდე უცნობი ნახატების გამოფენის ნახვა გოეთეს ინსტიტუტში 2012 წლის 15 დეკემბრამდეა შესაძლებელი.
     
    გამოფენის ორგანიზატორი - გოეთეს ინსტიტუტი
    კურატორი - ირინა პოპიაშვილი
    პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეის მხარდაჭერით.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია