გამოფენები

  • აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი
     
    გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების შედევრები.
     
    წლების მანძილზე ხელოვნების მუზეუმში  ექსპონატებისათვის შეუფერებელმა გარემომ მრავალი სახის ბიო-ბაქტერიული დაზიანება გამოიწვია. თვინინგის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად, ეტაპობრივად განახორციელეს   აღმოსავლური კოლექციების დაზიანებული ნივთების ანოქსიის მეთოდით დამუშავება, გაწმენდა, სრული აღწერა და ციფრულ ფორმატში გადატანა. ჩატარებული სამუშაოების შემდგომ ექსპონირებამდე კოლექციები ეროვნული მუზეუმის ახალ საცავებში განთავსდა.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია