კონფერენციები

  • საერთაშორისო კონფერენცია ”კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”

  • 2011 წლის 7-8 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “კულტურული მრავალფეროვნება მუზეუმებში”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროპისა და კავკასიის სამუზეუმო საქმის ექსპერტები და მენეჯერები. მათ შორის: გერმანიის, ავსტრიის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდ. ოსეთის, ინგუშეთის, დაღესტნის და საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლები, აგრეთვე ICOM DRTF-ის (ICOM-ის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის პრეზიდენტი პროფ. თომას შულერი (გერმანია), BLUE შHIELD-ის ეროვნული კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი კარლ ფონ ჰაბსბურგი (ავსტრია).
    კონფერენციის თემატიკამ (22 მოხსენება) გაანალიზა კულტურათა დიალოგის მნიშვნელობა კულტურული მრავალფეროვნების კონტექსტში, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების კულტურული მრავალფეროვნებისა და ურთიერთობის ისტორიულ-რეალურ ასპექტები, აუდიტორიას გააცნო მასალები კავკასიის რეგიონისა და ევროპის რიგ მუზეუმებში დაცულ მულტიკულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებზე, აგრეთვე 21-ე საუკუნის სამუზეუმო სივრცის ძირითადი ტენდენციები - ამ მიმართულებით ევროპულ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაანალიზებით, რაც ხელს შეუწყობს ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავებას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას, უნიკალური კულტურული იდენტურობის დაცვას, შემდგომ განვითარებას, პოპულარიზაციას და რეგიონულ და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.
    კონფერენცია გაიმართა ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და “კავკასიის ფონდის ორგანიზატორობით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით.

     


  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია