კონფერენციები

  • საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმები და კულტურული ტურიზმი”

  • 2010 წლის 24 ივლისიდან 27 ივლისამდე ბათუმში (სასტუმრო “ჩაო”, გორგილაძის ქ. # 75) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მუზეუმები და კულტურული ტურიზმი.”

    კონფერენციაში მონაწილეობდა სამუზეუმო საქმის 40-ზე მეტი ევროპელი და კავკასიელი ექსპერტი. მათ შორის: ICOM-ის (International Council of Museums) მრჩეველთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ვირჯილ შტეფან ნიტულესკუ (რუმინეთი), ICOM-ის საგანგებო სიტუაციების (DRFM Tack Force) კომიტეტის პრეზიდენტი თომას შულერი (გერმანია), პოლონეთის გალიციის ებრაელთა მუზეუმის (კრაკოვი) დირექტორი ქეით ქრეიდი (დიდი ბრიტანეთი), უკრაინის ICOM-ის პრეზიდენტი იულია ლიტვინეცი, თურქეთის კულტურული მეკვიდრეობის მეგობართა ასოციაციის (FOCUH) პრეზიდენტი საადეთ გუნერი, თეირანის ბონიადის მუზეუმის დირექტორი მოჰამედ რეზა ჯავაჰერი (ირანი), აზერბაიჯანის ICOM-ის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი როია ტაგიევა, სომხეთის ICOM-ის ეროვნული კომიტეტის

    მდივანი მარინე ჰაროიანი, ინგუშეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ალიხან მალსაგოვი, დაღესტნის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე მაისატ მუსლიმოვა, მახაჩკალის მუზეუმის დირექტორი ზარემა დადაევა და კავკასიის სხვა მუზეუმების, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა მუზეუმების წარმომადგენლები.

    კონფერენციის თემატიკამ აუდიტორიას გააცნო თანამედროვე ევროპულ,ი აგრეთვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება კულტურული ტურიზმის განვითარებაში მუზეუმის როლის ამაღლების, ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ვიზიტიორთა მომსახურების თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიმართულებით.
     

    კონფერენცია გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისა და “კავკასიის ფონდის” ორგანიზატორობით და დაფინანსებით.

     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია