კონფერენციები

  • საერთაშორისო კონფერენცია “მუზეუმის როლი საზოგადოების განვითარებაში”

  • ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონის სამუზეუმო საქმის წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით, 2009 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მუზეუმის როლი საზოგადოების განვითარებაში”
     

    კონფერენციაში მონაწილეობდა 24 ევროპელი და კავკასიელი ექსპერტი. მათ შორის: ევროკავშირის კონსულტანტი ტიმოთი მეისონი (დიდი ბრიტანეთი), Lord Cultural Resource-ს წარმომადგენელი კრისტიან უოლტლი (ავსტრია), ისრაელის ICOM-ის (International Council of Museums) პრეზიდენტი დორიტ უოლენიტცი, რუმინეთის ICOM-ის პრეზიდენტი ვირგილ სტეფან ნიტულესკუ, უკრაინის ICOM-ის

    პრეზიდენტი იულია ლიტვინეცი, ICOM Disater relief for Museums Tack Force-ს პრეზიდენტი თომას შულერი (გერმანია), ვარშავის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი იანუშ ბიჩევსკი (პოლონეთი), EUROPA NOSTRA-ს (ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ასოციაცია) წარმომადგენელი ირინა სუბოტიჩი (სერბია), ლატვიის ICOM-ის პრეზიდენტი გინტა გერჰარდი-უპენიეცი, აზერბაიჯანის ICOM-ის პრეზიდენტი როია ტაგიევა, სომხეთის ICOM-ის პრეზიდენტი ასმიკ არუთიუნიანი, აზერბაიჯანის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორი აზადა ჰუსეინოვა, დაღესტნის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი სალიჰატ გამზატოვა, ხუნძაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ალიბეკ კაზანბიევი, ღუნიბის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ახდუხანოვი და სხვ.

     

    კონფერენციის თემატიკამ აუდიტორიას გააცნო სამუზეუმო სფეროში არსებული თანამედროვე ევროპული გამოცდილება საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის ამაღლების საქმეში, აგრეთვე პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება სამუზეუმო რეფორმის გატარების მიმართულებით.

    კონფერენცია გაიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზატორობით, საქართველოს ეროვნულ თანამშრომლობით და “კავკასიის ფონდის” თანადაფინანსებით. 

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია