კონფერენციები

  • “საქართველოს მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”

  • 2009 წლის 19 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: “საქართველოს მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”. ქვეყნის სამუზეუმო სივრცეში არსებული პრობლემებსა და სამუზეუმო რეფორმის მიმდინარეობის საკითხებთან ერთად, კონფერენციის თემატიკამ აუდიტორიას გააცნო თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილება მუზეუმის განვითარებისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით. ძირითადი მომხსენებლები: მარიამ ბურჭულაძე, ნინო გედევანიშვილი, გიორგი კალანდია, ალექსანდრე სვატიკოვი, ინგა ქარაია, მიხეილ წერეთელი, სალომე ცისკარიშვილი. კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია