კონფერენციები

  • საერთაშორისო ფორუმი და რეგიონული ვორკშოპი "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის"

  • ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით 2018 წლის 1 ივლისს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფორუმი "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც ხორციელდება "კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018"-ის ფარგლებში.
     
    ფორუმი იმართება პროექტის - "მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელიც შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის ევროპის მუზეუმების რეგიონულ ალიანსთან (ICOM Europe Alliance) თანამშრომლობით და ასევე  მოიცავს  ვორკშოპის ჩატარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებისათვის (3-4 ივლისი).
     
    ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები: ICOM-ის პრეზიდენტი სუეი აქსოი, ICOM ევროპის პრეზიდენტი ლუიშ რაპოსო, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი ბიორნ სტენვერსი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი ჯულია პაგელი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი მონიკა ჰაგედორნ-ზაუპე, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტი რაგნარ სილი, ასევე ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. 
     
    ფორუმის თემატიკა მოიცავს მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას და რეკომენდაციების შემუშავებას საზოგადოებისა და გარემოს მდგრად განვითარებაში მუზეუმის სოციალური და ინკლუზიური როლის გააზრების, კოლექციებზე ფოკუსირებიდან პუბლიკაზე ფოკუსირებულ ინსტიტუციებად გარდაქმნისათვის აუცილებელ აქტივობათა დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. 
     
    ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია პანელ-დისკუსია თანამედროვე მუზეუმების როლის, გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივის პრობლემებზე, რაც ფართო პუბლიკას საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს სამუზეუმო სფეროს ამ აქტუალური საკითხების განხილვაში.
     
    ფორუმის ჩატარების ადგილი:  10.00 სთ. 1 ივლისი, 2018, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის 1. 
    დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.museums4soc.com 
    საკონტაქტო ინფორმაცია: ლანა ქარაია, ტელ: 593478164, ელ-ფოსტა: lana.karaia@gmail.com
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია