კონფერენციები

  • CIDOC 2017 წლის საერთაშორისო კონფერენცია "დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი..."











  • ორგანიზატორები:
     
    თანაორგანიზატორები:
     
    კონფერენციის ჩატარების ადგილი: 
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი
    ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

    კონფერენციის თემატიკა: 
    სამუზეუმო კოლექციების დოკუმენტაცია ნებისმიერი მუზეუმის საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის საქმიანობაში: საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღების, კოლექციებისა და გამოფენების მენეჯმენტის, კვლევის, განათლების, გამოცემებისა და კოლექციების ხელმისაწვდომობის საკითხებში. ინფორმაციის მართვა უზრუნველყოფს კოლექციების ფართო ხელმისაწვდომობას სამეცნიერო ქსელებისა და ინტერკულტურული დიალოგის მეშვეობით მთელ მსოფლიოში. დოკუმენტაციის სფერო  მუდმივ პროგრესს განიცდის და თანამედროვე მუზეუმები აქტიურად იყენებენ ამ ევოლუციური პროცესის მრავალფეროვან საშუალებებს. თანამედროვე სტანდარტები, ტექნიკური საშუალებები და ინტელექტუალური მეთოდები მნიშვნელოვნად ამდიდრებს და უპირატესობებს სძენს დოკუმენტაციის პრაქტიკას.  
     
    2017 წლის კონფერენციის თემატიკა მონაწილეებს სთავაზობს დოკუმენტაციის ევოლუციური წარსულის გააზრებას მისი მნიშვნელობის ღრმა აღქმისათვის, დოკუმენტაციის სფეროში არსებული პრაქტიკის განხილვას და სამომავლო ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების შესწავლა/გაანალიზებას.
     
    კონფერენცია მიზნად ისახავს ქვემოთ მოცემული საკითხების განხილვით ხელი შეუწყოს აქტიურ დისკუსიებს ფართო საერთაშორისო ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ პროფესიონალებს (დოკუმენტაციის სპეციალისტები, რეგისტრატორები, კოლექციების მენეჯერები,  რესტავრატორები, კურატორები, მკვლევარები, საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერები და დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სპეციალისტები) მათი გამოცდილების, მეთოდებისა და მიდგომების გაზიარების მიზნით. 
     
    კონფერენციის საკითხები:
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საფუძვლები და განვითარება სხვადასხვა სივრცეში;
    • კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაცია - ცოდნის მენეჯმენტი;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის სტანდარტები და საშუალებები; 
    • არქეოლოგიური მასალების დოკუმენტირება; 
    • მრავალენოვანი ინსტრუმენტების გამოყენება სამუზეუმო საქმიანობის ხელშესაწყობად;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო და სექტორთაშორისი ქსელის გამოყენება კვლევის, განათლებისა და პრეზენტაციის ხელშესაწყობად;
    • 21-ე საუკუნის გამოწვევები - ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა სამუზეუმო დოკუმენტაციის მეშვეობით;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.
    www.cidoc2017.com
     
    CIDOC წარმოადგენს ICOM-ის დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტს (International Committee for Documentation), რომლის საქმიანობა მოიცავს დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვის საკითხებს მუზეუმებში. კომიტეტის წევრები შეიძლება გახდნენ კურატორები, ბიბლიოთეკის მენეჯერები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ დოკუმენტაციის, რეგისტრაციის, კოლექციების მენეჯმენტისა და პასპორტიზაციის მიმართულებით.  
     
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია