კონფერენციები

  • CIDOC-ის საერთაშორისო კონფერენცია ”სამუზეუმო დოკუმენტაცია: წარსული, აწმყო, მომავალი...”

  • ორგანიზატორები:
     
    პარტნიორები:
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 
     
    კონფერენციის ჩატარების ადგილი: 
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი
    ზ. წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

    განაცხადების მიღება
    თეზისების* მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2017 
    მომხსენებელთა თეზისების დამტკიცება: 10 მაისი, 2017 
    მოხსენებების გაგზავნის ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2017
    კონფერენციის საკონტაქტო ელ-ფოსტა: info@cidoc2017.com
     
    *თეზისების გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ მოხსენების ფორმატი ქვემოთ მოცემული ვარიანტების მიხედვით.
     
    კონფერენციის თემატიკა: 
    სამუზეუმო კოლექციების დოკუმენტაცია ნებისმიერი მუზეუმის საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის საქმიანობაში: საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღების, კოლექციებისა და გამოფენების მენეჯმენტის, კვლევის, განათლების, გამოცემებისა და კოლექციების ხელმისაწვდომობის საკითხებში. ინფორმაციის მართვა უზრუნველყოფს კოლექციების ფართო ხელმისაწვდომობას სამეცნიერო ქსელებისა და ინტერკულტურული დიალოგის მეშვეობით მთელ მსოფლიოში. დოკუმენტაციის სფერო  მუდმივ პროგრესს განიცდის და თანამედროვე მუზეუმები აქტიურად იყენებენ ამ ევოლუციური პროცესის მრავალფეროვან საშუალებებს. თანამედროვე სტანდარტები, ტექნიკური საშუალებები და ინტელექტუალური მეთოდები მნიშვნელოვნად ამდიდრებს და უპირატესობებს სძენს დოკუმენტაციის პრაქტიკას.  
     
    2017 წლის კონფერენციის თემატიკა მონაწილეებს სთავაზობს დოკუმენტაციის ევოლუციური წარსულის გააზრებას მისი მნიშვნელობის ღრმა აღქმისათვის, დოკუმენტაციის სფეროში არსებული პრაქტიკის განხილვას და სამომავლო ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების შესწავლა/გაანალიზებას.
     
    კონფერენცია მიზნად ისახავს ქვემოთ მოცემული საკითხების განხილვით ხელი შეუწყოს აქტიურ დისკუსიებს ფართო საერთაშორისო ჭრილში. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ პროფესიონალებს (დოკუმენტაციის სპეციალისტები, რეგისტრატორები, კოლექციების მენეჯერები,  რესტავრატორები, კურატორები, მკვლევარები, საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერები და დოკუმენტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სპეციალისტები) მათი გამოცდილების, მეთოდებისა და მიდგომების გაზიარების მიზნით. 
     
    კონფერენციის საკითხები:
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საფუძვლები და განვითარება სხვადასხვა სივრცეში;
    • კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაცია - ცოდნის მენეჯმენტი;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის სტანდარტები და საშუალებები; 
    • არქეოლოგიური მასალების დოკუმენტირება; 
    • მრავალენოვანი ინსტრუმენტების გამოყენება სამუზეუმო საქმიანობის ხელშესაწყობად;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საერთაშორისო და სექტორთაშორისი ქსელის გამოყენება კვლევის, განათლებისა და პრეზენტაციის ხელშესაწყობად;
    • 21-ე საუკუნის გამოწვევები - ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა სამუზეუმო დოკუმენტაციის მეშვეობით;
    • სამუზეუმო დოკუმენტაციის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.
     
    თეზისების განხილვა მოხდება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ.
    მოხსენებების თეზისები შეიძლება იყოს ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე და წარმოდგენილი უნდა იყო ელექტრონული ფორმატით (სასურველია PDF ფორმატი) და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სათაური, ავტორ(ებ)ი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა). 
    თეზისების მოცულობა - 250 სიტყვა
    შრიფტი - Times New Roman, 12pt
     
    მოხსენებების ფორმატი:
    • სრული მოხსენება (20 წუთი + კითხვა-პასუხი)
    • მოკლე მოხსენება (10 წუთი + კითხვა-პასუხი)
    • მოკლე პრეზენტაცია (5 წუთი)
    • პოსტერ-პრეზენტაცია 
     
     
    CIDOC წარმოადგენს ICOM-ის დოკუმენტაციის საერთაშორისო კომიტეტს (International Committee for Documentation), რომლის საქმიანობა მოიცავს დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მართვის საკითხებს მუზეუმებში. კომიტეტის წევრები შეიძლება გახდნენ კურატორები, ბიბლიოთეკის მენეჯერები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ დოკუმენტაციის, რეგისტრაციის, კოლექციების მენეჯმენტისა და პასპორტიზაციის მიმართულებით.  
     
    CIDOC-ის პუბლიკაციის რეგულაციები
    CIDOC-ის კონფერენციის მოხსენებები ფართოდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. აქედან გამომდინარე, ყველა მომხსენებელი ხელს აწერს შეთანხმების აქტს, რის საფუძველზეც გამოცემის უფლებებს გადასცემს ICOM CIDOC-ს. ეს შეთანხმება CIDOC-ს საშუალებას აძლევს დაბეჭდოს და თავისუფლად გამოიყენოს მასალები. თუმცა ეს შეთანხმება ავტორებს არ ზღუდავს გამოიყენონ და დაბეჭდონ იგივე მასალები საკუთარი მიზნების გათვალისწინებით.
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია