კონფერენციები

  • შემოქმედებითი საქართველოს ფორუმი

  • ფართომასშტაბიანი ფორუმი „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის: შემოქმედებითი საქართველოს გზამკვლევი“ საქართველოს დედაქალაქში 2016 წლის 8-9 დეკემბერს გაიმართა.
     

    ევროკავშირისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება "შემოქმედებითი საქართველო" მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ და ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განსმსაზღვრელი და შემოქმედებითი პროფესიონალების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.

     
    ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა სესიის განმავლობაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციები და წარმატებული გამოცდილება. გაიმართა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, „საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი“, კულტურული და ისტორიული ძეგლების როლი, და ა.შ. ერთი სესია დაეთმო ღია დისკუსიას თემაზე „რა ქმნის წარმატებულ შემოქმედებით ეკოსისტემას ქვეყანაში."
     
    აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა მეთაურების მიერ გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს.
     
    ღონისძიების დასრულების შემდეგ, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართა ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.
     
    ფორუმი "შემოქმედებითი საქართველო" ორგანიზებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, თბილისის მერიის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის მხარდაჭერით.
     
    ფორუმი გაიმართა ტექნოპარკში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. 
     
    დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: creativegeorgiaforum@gmail.com
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია